"ქვეყნის ყველა ლიდერი მთავაზობდა პოლიტიკაში მოსვლას"

"ქვეყნის ყველა ლიდერი მთავაზობდა პოლიტიკაში მოსვლას"

"ყოველთვის მთავაზობდნენ, პოლიტიკაში მოვსულიყავი... უარს ვამბობდი და არც არასდროს მინანია. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს არასდროს მოხდება! თუ ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდ­ები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს!" - ამბობს­ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე­ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტე­რვიუში...

- ახლახან თბილისში საშინელი სტიქია მოხდა.­ სად იყავით ამ დროს?

- გერმანიაში ვიყავი. შემ­ძრა მომხდარმა, ვერაფრით წარმო­ვიდგენდი, ქალაქის შუაგულში­ ასე მოულოდნელად სტიქია თუ დაგვატყდებოდა თავს და ამდენ­ სიცოცხლეს შეიწირავდა. ყოველ­თვის მეგონა, რომ ქალაქის მცხოვრებთა­ სიცოცხლე დაცული­ იყო. ეს იმის მაჩვენებელია,­ რომ ბუნებასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე მორწმუნე კაცი ვარ და მწამს, რომ ეს არ არის მხოლ­ოდ წვიმისა და გარემო ფაქტორების ბრალი. მიმაჩნია, რომ ყველანი ვისჯებით, რადგან რაღაცას­ სწორად არ ვაკეთებთ. ბუნებას და ერთმანეთს მეტად უნდა მოვე­ფეროთ და გავუფრთხილდეთ. მეტად კეთილგანწყო­ბილი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ.

- საქართველოში დიდი აჟიო­ტაჟი­ მოჰყვა ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას...

- ეს საქართველოს არ ეხება. საქართველომდე მოვა თუ არა, ხალხის გადასაწყვეტია და ვერავინ თავზე ვერ მოგვახვევს.­ მე არ შემიძლია, ამერიკელებს ჭკუა დავარიგო, თუმცა, არა მგონია, მათ უმეტესობას მოსწონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამერიკაში, რომე­ლთა შორის არიან როგორც განსხვავებული, ისე ჩვეულებრივი ორიენტ­აციის ადამიანები.­ ყველას დიდ პატივს ვცემ... საქართველოში­ ძალიან ძლიერია ოჯახის ინსტი­ტუტი, ოჯახი კი უნდა იყოს ქალი და მამაკაცი. რაც უნდათ, ის დაარქვან ერთსქესიანთა კავშ­ირს, მაგრამ ოჯახი მას არასოდეს ერქმევა! სადაც ოჯახია, იქ არიან ბავშვები და არ შეიძლება მათ უფლებები წავართვათ - ყველა ბავშვს აქვს უფლება, ჰყავდეს დედა და მამა!

ორი მამა რომ ჰყავს, ის ბავშვი დედის სითბოს ვერასდროს იგრძნობს. უპირველესად ბავშვების უფლებებია დასაცავი, ისინი ოჯახში უნდა აღიზარდონ! ეს არის მთავარი, თორემ ჰომოს­ექსუალების ერთად ცხოვრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, როგორ უნდათ, ისე იცხოვრონ.

- საქართველოში ყველა მთავრობა ცდილობდა თქვენს პოლიტიკაში­ მოყვანას. რატომ არ დათანხმდით არც ერთს?

- დიახ, ყოველთვის მთავაზობდნენ, პოლიტიკაში მოვსული­ყავი... უარს ვამბობდი, რადგან სხვა მიზნები მქონდა. არც არასდ­როს მინანია. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს არასდროს მოხდება!­ თუ საჭირო იქნება და ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს!

- რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტობაც შემოგთავაზეს...

- მაშინაც არ იყო საჭირო და არ დავთანხმდი. თუმცა, ვიცი, ბევრი ადამიანი მოდიოდა ამ თხოვნით.

- კონკრეტულ გვარებს არ დაგვისახელებთ, ვინც პოლიტიკაში მოსვლას გთავაზობდათ?

- კონკრეტულ პირებს ვერ დავასახელებ... ამას ყველა ლიდერი­ მთხოვდა, ზვიად გამსახურდიათი დაწყებული... რომ მცოდნოდა, ნამდვილად წავადგებოდი ქვეყანას­, აუცილებლად დავთანხმდებოდი. მიმაჩნდა, რომ სხვა საქმეებით უფ­რო გამოვადგებოდი ჩვენს საზოგა­დოებას.

- უამრავი კარგი საქმე წამოიწყეთ - საქველმოქმედო ფონდი, ტაძრის მშენებლობა... ხომ არ არის დრო, პოლიტიკაში გეცადათ თავი?

- ვნახოთ... ვიმეორებ, თუ საჭირო იქნება, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს...

- პატრიარქს თუ უთხოვია თქვენთვის პოლიტიკაში მოსვლა? ...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია