ხვალ წმიდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეა

ხვალ წმიდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, წმიდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს. სახარების თანახმად, წმიდა ნათლისმცემლის მშობლები მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი იყვნენ. იოანე მათ სიბერის ასაკში შეეძინათ. იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას წმინდა ანგელოზმა მღვდელმთავარ ზაქარიას ამცნო, რომ მას ვაჟი შეეძინებოდა და უწოდებდა იოანეს.

ყრმა იოანე უდაბნოში იზრდებოდა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე, იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და მათ იორდანეს წყალში ნათლავდა. წმიდა ნათლისმცემელმა იცნო მისკენ მიმავალი უფალი, რომელმაც მისგან ნათელიღო.

უფლის წინამორბედი უზნეო საქციელის გამო ებრაელთა მეფე ჰეროდესაც ამხელდა. წმიდა ნათლისმცემელს თავი ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია