სპეციალური წესები, რომლებიც ფეხბურთის გულშემატკივრებმა სუპერთასის ბილეთების შესაძენად უნდა დაიცვან

სპეციალური წესები, რომლებიც ფეხბურთის გულშემატკივრებმა სუპერთასის ბილეთების შესაძენად უნდა დაიცვან

სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველები ვაკის პარკიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონამდე სპეციალურად დაგებული ბილიკებით მივლენ. ამის შესახებ sportall.ge წერს.

მათივე ინფორმაციით, თბილისურ სუპერთასზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. გულშემატკივარმა კი უნდა გაითვალისწინოს, რომ არა სტადიონის სალაროებთან, არამედ ვაკის პარკში მოუწევს შეკრება. აქედან ისინი სტადიონამდე სპეციალურად დაგებული ბილიკით მივლენ, 50-კაციან ჯგუფებად.

შეკრების ადგილზე რიგითობასა და უსაფრთხოებას პოლიცია და პატრული დაიცავენ. შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ადგილზე უფასო იქნება წყალი. დამონტაჟდება ბიოტუალეტები. სტადიონზე უკვე დაიწყო დროებითი სალაროების მონტაჟი და მალე დასრულდება ბილეთების დაბეჭდვა.

ბილეთების გაყიდვა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დაიწყება - პროცესის დაწყების ზუსტი თარიღი რეალიზაციამდე 48 საათით ადრე გამოცხადდება. როგორც ცნობილია, ტექნიკური ხარვეზის გამო, ბილეთები, ონლაინ რეჟიმის ნაცვლად, სალაროში გაიყიდება. თბილისში 22 000-მდე ბილეთის რეალიზაცია იგეგმება. უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია