პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლასა და ერთსქესიან ქორწინებაზე: "რაც უნდათ, ის დაარქვან ერთსქესიანთა კავშ­ირს, მაგრამ ოჯახი მას არასოდეს ერქმევა!"

პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლასა და ერთსქესიან ქორწინებაზე: "რაც უნდათ, ის დაარქვან ერთსქესიანთა კავშ­ირს, მაგრამ ოჯახი მას არასოდეს ერქმევა!"

"ყოველთვის მთავაზობდნენ, პოლიტიკაში მოვსულიყავი... უარს ვამბობდი და არც არასდროს მინანია. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს არასდროს მოხდება!",  - ამბობს­ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე­ "კვირის პალიტრასთან" ინტე­რვიუში...

კვირის პალიტრა: ახლახან თბილისში საშინელი სტიქია მოხდა.­ სად იყავით ამ დროს?

პაატა ბურჭულაძე: გერმანიაში ვიყავი. შემ­ძრა მომხდარმა, ვერაფრით წარმო­ვიდგენდი, ქალაქის შუაგულში­ ასე მოულოდნელად სტიქია თუ დაგვატყდებოდა თავს და ამდენ­ სიცოცხლეს შეიწირავდა. ყოველ­თვის მეგონა, რომ ქალაქის მცხოვრებთა­ სიცოცხლე დაცული­ იყო. ეს იმის მაჩვენებელია,­ რომ ბუნებასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე მორწმუნე კაცი ვარ და მწამს, რომ ეს არ არის მხოლ­ოდ წვიმისა და გარემო ფაქტორების ბრალი. მიმაჩნია, რომ ყველანი ვისჯებით, რადგან რაღაცას­ სწორად არ ვაკეთებთ. ბუნებას და ერთმანეთს მეტად უნდა მოვე­ფეროთ და გავუფრთხილდეთ. მეტად კეთილგანწყო­ბილი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ.

კვირის პალიტრა: საქართველოში დიდი აჟიო­ტაჟი­ მოჰყვა ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას...

პაატა ბურჭულაძე: ეს საქართველოს არ ეხება. საქართველომდე მოვა თუ არა, ხალხის გადასაწყვეტია და ვერავინ თავზე ვერ მოგვახვევს.­ მე არ შემიძლია, ამერიკელებს ჭკუა დავარიგო, თუმცა, არა მგონია, მათ უმეტესობას მოსწონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამერიკაში, რომე­ლთა შორის არიან როგორც განსხვავებული, ისე ჩვეულებრივი ორიენტ­აციის ადამიანები.­ ყველას დიდ პატივს ვცემ... საქართველოში­ ძალიან ძლიერია ოჯახის ინსტი­ტუტი, ოჯახი კი უნდა იყოს ქალი და მამაკაცი. რაც უნდათ, ის დაარქვან ერთსქესიანთა კავშ­ირს, მაგრამ ოჯახი მას არასოდეს ერქმევა! სადაც ოჯახია, იქ არიან ბავშვები და არ შეიძლება მათ უფლებები წავართვათ - ყველა ბავშვს აქვს უფლება, ჰყავდეს დედა და მამა! ორი მამა რომ ჰყავს, ის ბავშვი დედის სითბოს ვერასდროს იგრძნობს.

კვირის პალიტრა: საქართველოში ყველა მთავრობა ცდილობდა თქვენს პოლიტიკაში­ მოყვანას. რატომ არ დათანხმდით არც ერთს?

პაატა ბურჭულაძე: დიახ, ყოველთვის მთავაზობდნენ, პოლიტიკაში მოვსული­ყავი... უარს ვამბობდი, რადგან სხვა მიზნები მქონდა. არც არასდ­როს მინანია. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს არასდროს მოხდება!­ თუ საჭირო იქნება და ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს!

კვირის პალიტრა: კონკრეტულ გვარებს არ დაგვისახელებთ, ვინც პოლიტიკაში მოსვლას გთავაზობდათ?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია