როგორც იქნა, გაირკვა! - სუპერთასის ბილეთების გაყიდვის დრო და ადგილი ცნობილია

როგორც იქნა, გაირკვა! - სუპერთასის ბილეთების გაყიდვის დრო და ადგილი ცნობილია

უეფა-ს სუპერთასის ბილეთები 12 ივლისს 09:00 საათიდან მიხეილ მესხის სტადიონზე გაიყიდება, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ დღეს განაცხადა.

"რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა პრობლემები ელექტრობილეთებთან დაკავშირებით. მაშინ ფედერაციამ თავისთავზე აიღო ყველა გადაწყვეტილება - ბილეთების დამზადება, მათი რეალიზება და სხვა.

ჩვენ გულშემატკივრებს დავპირდით, რომ აუცილებლად რამდენიმე დღით ადრე შეგატყობინებდით დროს და ადგილს, თუ სად იქნება ბილეთები გაყიდული. დღეს თამამად მინდა გითხრათ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შსს-სთან, მერიასთან ერთად გავიარეთ ყველა მოთხოვნა, რომელიც ჰქონდა უეფა-ს.

დღეს შეგვიძლია გითხრათ, რომ 12 ივლისს, კვირას, 09:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიყიდება ბილეთები", - განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, კვირა დღე დასვენებაა და სურთ, რომ ყველა ადამიანი თანაბარ პირობებში იყოს.

დამატებითი ინფორმაცია| სუპერთასის ბილეთების გაყიდვისას სალაროები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია