უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის გარკვეულ ქუჩებს, ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააქციო საზოგადოება "თელასიდან" აცნობეს , გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო, დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის, ახმეტელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, რომელაშვილის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, წიწამურის, ცოტნე დადიანის, ტრაქტორის, ზესტაფონის და საყვირის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის და მექანიზაციის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სიმონ ჩიქოვანის და ჭიათურის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ტარიელის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დელისის II, III ქუჩების, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეტრე-პავლეს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, შორაპნის, ბოგდან ხმელნიცკის, ივერიელის და ხარაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ხვედელიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნიაბის, გალავნის, გოლოვნის, სომხეთის, განთიადის, კიკეთის, სამხედროს, საინგილოს, ბეთანიის, კვესეთის და სათემოს ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, სოლომონ მეორეს და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: არსენას, ქიქოძის, ცხემის, ჭავჭავაძის და რიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, ჭავჭავაძის და მარჯანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიუმას, ცინცაძის, პუშკინის, ვერცხლის, ნაკაშიძის, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, გუდიაშვილის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია