გოგოებისა და ბიჭების ყველაზე პოპულარული სახელები საქართველოში და მათი მნიშვნელობა – რა გქვია შენ?

გოგოებისა და ბიჭების ყველაზე პოპულარული სახელები საქართველოში და მათი მნიშვნელობა – რა გქვია შენ?

გიორგი, ნიკოლოზი, მარიამი, ნინო, ბარბარე – სახელები, რომლებიც ყოველ წელს ქალისა და კაცის ყველაზე გავრცელებული სახელების ათეულის პირველ პოზიციებს იკავებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელს ახალშობილ ვაჟთა და გოგონათა ყველაზე გავრცელებული სახელებია:

გიორგი 2 644, ნიკოლოზი 2 329, ანდრია 1 912, გაბრიელი 1 720, ლუკა 1 566, საბა 1 302, დავითი 1 224, ალექსანდრე 1 145, მათე 862, დემეტრე 837.

მარიამი 3 346, ბარბარე 2 240, ელენე 1 966, ანასტასია 1 831, ნინო 1 124, ნია 893, ანა 869, ლიზი 811, ნინი 512, თამარი 469.

გიორგი – ბერძნული სახელი გეორგიოს-იდან მომდინარეობს და მიწათმოქმედს, მხვნელ-მთესველს ნიშნავს.

ნიკოლოზი – ბერძნულად გამარჯვებათა მხილველს ნიშნავს.

ანდრია – ბერძნული წარმომავლობის სახელი ნიშნავს მამაცს, ვაჟკაცს, მხნეს.

გაბრიელი – ღვთის მცველი, ღვთის კაცი.

ლუკა – ლათინურად ბრწყინვალეს, მანათობელს ნიშნავს.

საბა – ბერძნულად თავისუფლებას მოკლებული.

დავითი – ებრაულად საყვარელს, სასურველს, წინამძღოლს ნიშნავს.

ალექსანდრე – ბერძნულად მხნე, მამაცი, ხალხის მცველი.

მათე – ებრაულად ღვთის კაცი.

დემეტრე – ბერძნულად მიწის მუშა.

რაც შეეხება გოგონების ყველაზე გავრცელებული სახელების მნიშვნელობას, მარიამი ებრაული წარმოშობის სახელია და შეუპოვარს, დაუმორჩილებელს ნიშნავს.

ბარბარე – ბერძნული სახელის ბარბარა-ს ქართული ვარიანტი, რომელიც ნიშნავს უცხოს, უცხოელს.

ელენე – ბერძნულად მანათობელი, რჩეული.

ანასტასია – ბერძნულად მკვდრეთით აღმდგარს, სიცოცხლეს დაბრუნებულს ნიშნავს.

ნინო – სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრით, შესაძლოა უკავშირდებოდეს ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ-ს (მისგან მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელწოდება ნინევია). ნინო ამ ფორმით მხოლოდ ქართულ სახელებში გვხდება და ქართულ სახელს წარმოადგენს.

ნია – ქართული, ნინოს კნინობითი ფორმა.

ანა – ბერძნული და ებრაული სახლებიდან წარმომდგარია და ნიშნავს სასურველს, სანდომიანს.

ლიზი – ელისაბედის შემოკლებული ვერსიაა, ელისაბედი კი ებრაული სახელია და საღვთო ფიცს, ღვთის დაპირებას ნიშნავს.

ნინი – ნინო-ს მოფერებითი ფორმა.

თამარი – ქართული სახელი, რომელიც წარმოშობით სემიტურ ენებს, კერძოდ ძველ ებრაულს უკავშირდება და "ფინიკის პალმას" ნიშნავს.

ბიჭებისა და გოგონების ყველაზე გავრცელებული სახელების სტატისტიკა წლების მიხედვით, სერვისების განვითარების სააგენტოს მიხედვით ასე გამოიყურება:

2010 წელი

გიორგი – 3701 მარიამი – 4847

ნიკოლოზი – 3056 ნინო – 2640

დავითი – 1606 ანასტასია – 1753

ანდრია – 877 ანა – 1737

ალექსანდრე – 743 ელენე – 1715

სანდრო – 617 ლიზა – 1686

ნიკა – 596 ბარბარე – 1309

დემეტრე – 426 თამარი – 713

ირაკლი – 395 სალომე – 559

დაჩი – 359 ნია – 536

2011 წელი

გიორგი - 3439 მარიამი - 4148

ნიკოლოზი - 2937 ნინო - 2202

დავითი - 469 ბარბარე - 1794

ანდრია - 1185 ელენე - 1710

ალექსანდრე - 821 ანასტასია - 1597

სანდრო - 569 ანა - 1561

გაბრიელი - 553 ლიზა - 1321

დემეტრე - 448 ნია 651

ნიკა - 439 თამარი - 608

ილია - 417 სალომე 516

2012 წელი

გიორგი – 3078 მარიამი - 3725

ნიკოლოზი – 2794 ბარბარე - 2217

ანდრია – 1624 ნინო - 1900

დავითი – 1356 ანასტასია - 1848

ალექსანდრე - 962 ელენე - 1679

სანდრო – 619 ანა - 1347

გაბრიელი – 614 ლიზა - 1094

დემეტრე – 555 ნია - 736

ილია – 472 ნატალია - 529

დაჩი – 359 თამარი – 516

2013 წელი

გიორგი – 2885 მარიამი - 3533

ნიკოლოზი – 2703 ბარბარე - 2392

ანდრია – 1816 ანასტასია - 1902

დავითი – 1352 ელენე - 1824

ალექსანდრე - 1063 ნინო - 1750

გაბრიელი – 949 ანა - 1381

დემეტრე – 746 ლიზა - 1061

სანდრო – 709 ნია - 821

ილია – 457 თამარი - 556

ნიკა - 376 ნატალია - 521

რაც შეეხება საქართველოში ყველაზე გავრცელებულ გვარებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიხედვით, გვარების ათეული ასე გამოიყურება:

ბერიძე – 28 548,

მამედოვი – 28 118,

კაპანაძე – 19 050,

ალიევი – 19 013,

გელაშვილი – 18 215,

მაისურაძე – 16 192,

გიორგაძე – 14 075,

ლომიძე – 13 018,

წიკლაური – 12 974,

ბოლქვაძე – 12 445.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

"ე.წ. ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი 305 პირი გამოიკვეთა, 1600 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და 13 პირის მდგომარეობა საყურადღებოა"

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

გაიცანით ქართველი ქალბატონი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ყოველი პაციენტის სახელზე თავისი კორპუსის ეზოში ხეს რგავს