დავით უსუფაშვილი თინა ხიდაშელზე: "შემომიბღვირა და მითხრა, შენ თვითონ რას აკეთებ აქო"...

დავით უსუფაშვილი თინა ხიდაშელზე: "შემომიბღვირა და მითხრა, შენ თვითონ რას აკეთებ აქო"...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა და მათ სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

მომავალ წელს არჩევნებია და თქვენ სხვა სტატუსით შეგიძლიათ ამ შენობაში შემობრძანდეთ, ეს ძალიან კარგი იქნება, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ სტაჟიორებს.

დავით უსუფაშვილმა პარლამენტში მომავალ მეუღლესთან  შეხვედრის პირველი დღეც გაიხსენა.

"1991 წელს, აქ საარჩევნო საკითხებზე მოსვლა მომიწია და ფოიეში ერთი ნაცნობი სტუდენტი შევნიშნე, მას გაოცებულმა ვკითხე, აქ შენ რას აკეთებ-მეთქი, მან შემომიბღვირა და მითხრა, შენ თვითონ რას აკეთებ აქო და მას მერე არცთუ ისე იშვიათად ასე იბღვირება ხოლმე. ეს სტუდენტი პარლამენტის წევრიც გახდა და ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრიც. სხვას არაფერს მოგახსენებთ, მაშინ რამდენიმე სტუდენტი პარლამენტში საერთაშორისო სამართლის მიმართულებით სტაჟირებაზე იმყოფებოდა. მას შემდეგ, ამ კედლებში ბევრმა ადამიანმა გაიარა და გამოცდილება სასარგებლო იყო", – განაცხადა უსუფაშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია