არის თუ არა მზად "დინამოს" სტადიონი უეფას სუპერთასისთვის

არის თუ არა მზად "დინამოს" სტადიონი უეფას სუპერთასისთვის

უეფას სუპერთასისთვის "დინამოს" სტადიონი აბსოლუტურ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ბოლო ეტაპის სამუშაოები, ეს არის ახალი სკამების მონტაჟი.

"30 ათას სკამზე მეტი უკვე არის დამონტაჟებული და ერთი კვირის განმავლობაში მთლიანად მოხდება ამ სკამების დამონტაჟება. აქედან გამომდინარე, ვამთავრებთ საკმაოდ დიდ და მოცულობით სამუშაოებს, რომელიც თბილისის მერიამ აიღო თავის თავზე და ჩავაბარებთ გამზადებულ სტადიონს ფეხბურთის ფედერაციას", - განაცხადა დავით ნარმანიამ და აღნიშნა, რომ ქალაქი მზად არის, უეფას სუპერთასს უმასპინძლოს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია