რას არის სოდომ-გომორული ცოდვა? - მამა ილია ვაშაკიძე ვრცელ განმარტებას აკეთებს

რას არის სოდომ-გომორული ცოდვა? - მამა ილია ვაშაკიძე ვრცელ განმარტებას აკეთებს

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე "ფეისბუქის" გვერდზე საზოგადოებას სოდომურ ცოდვებზე ესაუბრება და საკმაოდ ვრცელ განმარტებას აკეთებს:

"ქრისტესმიერ საყვარელნო, ორი სიტყვით მინდა გესაუბროთ სოდომურ ცოდვებზე, რადგანაც ამ ბოლო დროს გახშირდა საერთოდ სოდომზე და სოდომურ ცოდვებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ სქესობრივი ცხოვრებისა და სქესობრივი გაუკუღმართების კუთხით.. სოდომია, როგორც ასეთი მხოლოდ მამათმავლობა, მეძავობა და მრუშობა არაა..

სოდომი არა მხოლოდ სქესობრივი სიყვარულით იწყება, იგი იწყება პირველ რიგში უსიყვარულობით, სიცრუით, სამართლიანობაზე უსამართლობის ზეიმით, სათნო საქმეების უკეთურებით ჩანაცვლებით, ერთმანეთის გაუტანლობით, ქრისტიანულ თუ ადამიანურ დანაშაულებებზე, კრიმინალზე თვალის დახუჭვით, მკვლელთა გამართლებით, უდანაშაულოთა დასჯით.. გაუკუღმართებული სქესობრივი ცხოვრება სოდომიის ერთ-ერთი სახეობაა და არა ერთადერთი პირველი.. ვიდრე სქესობრივ ცხოვრებამდე მივიდოდეთ, უნდა აღვკვეთოთ ყოველივე ზემოთ ხსენებული..

შეიძლება სქესობრივად სწორად ცხოვრობდეს ადამიანი, მაგრამ იყოს უსამართლო მოსამართლე, წონაში მომტყუებელი ვაშლის გამყიდველი, ცილისმწამებელი, მართალი ადამიანის ლინჩის წესით გასამართლების მომხრე.. ამ სტატუსში ნახსენები სქესობრივი ცხოვრების ხასიათის სოდომური მომენტები რომ ამოვიღოთ, სხვა დანარჩენი უსჯულოებები რომ დავტოვოთ, განა ისევ სოდომში არ გვიწევს ცხოვრება?? რამეთუ თქმულ არს:  "რომელმან გითხრა არა იპარო, მანვე გითხრა არ იცრუო.. რომელმან გითხრა არ იცრუო, მანვე გითხრა არ იმრუშო".. უსჯულოებითა და უსამართლობით, უსამართლო სამართლით იწყება სოდომი.. ეს საზოგადოების ხრწნას იწვევს, რაც გაუკუღმართებებით გვირგვინდება, მათ შორის სექსუალური გაუკუღმართებებით..

სოდომში ჰეტეროსექსუალების აღმოჩენას კი არ აპირებდნენ მის გადასარჩენად, არამედ მართალთა აღმოჩენას.. ეს მომენტი არანაკლებად ყურადსაღებია.. მეტსაც გეტყვით, ეს არის ღერძი მთლიანად ამ საკითხისა - ძებნა მართალთა და არა ჰეტეროსექსუალთა.. აი, ამის თქმა მინდოდა სულ.. ამჯერად დავამთავრებ ამ სტატუსს.. გაგრძელება იქნება..

ღმერთმა დაგლოცოთ.. მომიხსენიეთ ლოცვებში.." - წერს ილია ვაშაკიძე.

ავსტრიის მოქალაქემ, რომელსაც ახალი კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა, საქართველო დატოვა

"ქართულმა მხარემ კორონავირუსით გარდაცვლილი მოქალაქეების ესპანეთიდან გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო"

"გთხოვთ, თავი შეიკავოთ ტბაზე სტუმრობისგან" - ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს