რა გახდა რუსთავის ავტობაზრობის გაყიდვის მიზეზი

რა გახდა რუსთავის ავტობაზრობის გაყიდვის მიზეზი

როგორც კომპანია "ავტოპაპას" გენერალურმა დირექტორმა, ევგენი უსტინოვმა ბპნ -ს განუცხადა, ავტობაზრობის პროექტი მისი მფლობელის, უკრაინული "პრივატბანკისთვის" არაპროფილური ბიზნესი იყო. კომპანია კი ამ ეტაპზე გეგმავს კონცენტრირებას მხოლოდ თავის ძირითად საქმიანობაზე როგორც უკრაინაში, ასევე უცხოეთში ("პრივატბანკი ლატვიასა და კვიპროსზე ბანკებით არის წარმოდგენილი, ხოლო პორტუგალიაში, იტალიასა და გერმანიაში - ფილიალებით).

"როცა "პრივატბანკს საქართველოში თავისი ბანკი ჰქონდა, ჩვენ ვიყენებდით ორივე პროექტის სინერგიას. ამჯერად გადავწყვიტეთ, მოვიზიდოთ საქმიანი პარტნიორი. მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან უკვე მიმდინარეობს, გამოცხადებულია აუქციონი, თუ შესაფერისი წინადადება იქნება წარმოდგენილი, განიხილება მთლიანი აქტივების გასხვისება", - აცხადებს უსტინოვი.

მისი თქმით, მართალია, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით კომპანიის ბიზნესაქტივობა შემცირდა, თუმცა ვითარება გაუმჯობესდა 2015 წლის პირველ ნახევარში, ძირითადად, ავტომობილების პირველადი რეგისტრაციის, ანუ თავად საქართველოს მოქალაქეების მიერ შესყიდვების ზრდის ხარჯზე.

ევგენი უსტინოვმა უარყო მოსაზრება, რომ აზერბაიჯანის მიერ გასულ წელს ავტომანქანების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო საქართველომ დაკარგა რეგიონული ჰაბის ფუნქცია. შეზღუდვები ითვალისწინებდა მხოლოდ "ევრო 4"-ის სტანდარტის მანქანების შეყვანას ქვეყნის შიგნით, რომელმაც ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან გაანახევრა და ბიზნესის კოლაფსი გამოიწვია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია