ბრიტანეთში ქართველმა ექიმის გაყალბებული საბუთებით 3000 პაციენტი მოარჩინა

ბრიტანეთში ქართველმა ექიმის გაყალბებული საბუთებით 3000 პაციენტი მოარჩინა

36 წლის საქართველოს მოქალაქე ლევონ მხიტარიანს არასოდეს მიუღია სამედიცინო განათლება, რომელიც მას დიდ ბრიტანეთში ექიმად მუშაობის საშუალებას მიცემდა. მისი კვალიფიკაცია მხოლოდ იმის საშუალებას იძლეოდა, რომ უფროსი მედპერსონალის მკაცრი კონტროლის ქვეშ პრაქტიკანტად ემუშავა. იმისთვის, რომ სრულყოფილი საექიმო კარიერა დაეწყო, მხიტარიანმა საბუთების მთელი პაკეტი გააყალბა, მათ შორის საბანკო ანგარიშები, რეზიუმე და ბრიტანული სამედიცინო სპეციალისტის მოწმობა.

მხიტარიანი მაშინ დააკავეს, როდესაც ცდილობდა იმ საავადმყოფოში შესვლას, სადაც მუშაობდა. უსაფრთხოების სისტემამ გამოავლინა, რომ მსგავსი სახელი სისტემაში უკვე დარეგისტრირებული იყო, რის შემდეგაც დაცვამ საეჭვო ექიმი დააკავა.

შემოწმების შემდეგ პოლიციამ ქართველი მიგრანტის საქმიანობის შესახებ საოცარი ამბები აღმოაჩინა. მან დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის "გაცურება" ორნახევარი წლის განმავლობაში მოახერხა. თავის კარიერის მანძილზე მხიტარიანმა მოასწრო ოთხ საავადმყოფოში წამყვანი თანამდებობის დაკავება, კარდიოლოგიურ განყოფილებაში მთავარ ექიმად მუშაობა და აგრეთვე ლონდონის სიმსივნის კვლევის კლინიკაში პაციენტების მიღება.

მხიტრიანმა უკვე ცნო თავი დამნაშვედ კანონდარღვევის 22 ეპიზოდში.

მომზადებულია ridus.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია