"მთელმა საქართველომ იცის, რომ ჟვანია მოკლეს!"

"მთელმა საქართველომ იცის, რომ ჟვანია მოკლეს!"

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძის განცხადებით, ბინაში ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის შიშველი ცხედრები აღმოაჩინეს. ხარშილაძემ ეს სასამართლო პროცესზე განაცხადა.

გოგლა ჟვანია, ზურაბ ჟვანიას ძმა: - ის განცხადება, რაც კობა ხარშილაძემ გააკეთა, არავისთვის ყოფილა ახალი, ეს არის ის ხაზი, რომელსაც წლების მანძილზე მისდევდა "ნაციონალური მოძრაობა" და მეც არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი. ამ ვერსიის გავრცელება ზურას გარდაცვალების პირველსავე წუთებიდან დაიწყეს, ამაზე მუშაობდა მთელი სახელმწიფო აპარატი, რომელშიც ჩართული იყვნენ სპეცსამსახურები და სხვა სახელმწიფო უწყებები, ბუნებრივია, ამ ყველაფრის მოთავე მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელმაც ბოლო დროს რამდენჯერმე ახსენა ე.წ. დელიკატური საკითხი, თან ცდილობდა ხაზგასმას, თითქოს ზურას გამო იკავებდა თავს და აქამდე არ ამბობდა არაფერს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი სიცრუეა.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, მალე დასრულდება ამ საქმის გამოძიება?

- რამდენჯერმე ვთვქი, რომ ეს საქმე მალე გაიხსნებოდა, ამის თქმის საბაბს მაძლევდა იმ დროს აღმოჩენილი ახალი გარემოებები, თუმცა საქმე მაინც გაიწელა, ამიტომ ახლა თავს შევიკავებ, მაგრამ დარწმუნებით გეტყვით, რომ საქმე აუცილებლად გაიხსნება.

იაშარ უსუფოვი (რაულ უსუფოვის მამა) - ის, რაც კობა ხარშილაძემ თქვა, სრული აბსურდია, მაგრამ ჩვენი ოჯახისათვის ეს არ იყო უცხო, სიმართლე გითხრათ, ველოდებოდით კიდეც, რომ ამას იტყოდა. ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის დღეს, მთელი დღის განმავლობაში დაფარული ნომრით მირეკავდნენ ჩემთვის უცხო ადამიანები და ცდილობდნენ, დამეჯერებინა ეს ვერსია. დარწმუნებული ვარ, ამაში ჩართული იყვნენ მაშინდელი სპეცსამსახურები და კერძოდ ისინი მირეკავდნენ. ახლა კობა ხარშილაძემ მაშინ დადგმული სცენარი გაახმოვანა, ეს იყო და ეს.

- როგორ ფიქრობთ, აქამდე რატომ არ ამბობდა ამას?

- "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ხარშილაძეს ვინ მისცემდა რამის თქმის უფლებას?! ეგ დღესაც "ნაციონალების" გავლენის ქვეშაა, სხვათა შორის, ის "ნაცმოძრაობის" წევრია, ამას არც მალავს და მისი უფროსების დაწერილი სცენარით გაუთვალისწინებელ რამეს იტყოდა?! მე ჩემი შვილის არცერთი ნაბიჯის არ მრცხვენია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია