"არც კი ვიცი როგორ გამოვხატო საოკუპაციო ზოლის მორიგი გადმოწევისგან გამოწვეული სიბრაზის, აღშფოთების, შიშის და განგაშის განცდა!"

"არც კი ვიცი როგორ გამოვხატო საოკუპაციო ზოლის მორიგი გადმოწევისგან გამოწვეული სიბრაზის, აღშფოთების, შიშის და განგაშის განცდა!"

საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი საოკუპაციო ზოლის მორიგი გადმოწევის ფაქტზე წერს:

"არც კი ვიცი როგორ გამოვხატო საოკუპაციო ზოლის მორიგი გადმოწევისგან გამოწვეული სიბრაზის, აღშფოთების, ამავდროულად შიშის და განგაშის განცდა!

კიდევ უფრო შემაშფოთებელია ჩვენი საზოგადოების ერთი შეხედვით ნეიტრალური, გნებავთ ნიჰილისტური დამოკიდებულება, რომელიც უკვე არაერთხელ გამოვავლინეთ აქამდე განხორციელებული მსგავსი მოვლენების მიმართ (ცხადია ყველას არ ეხება აღნიშნული კრიტიკა, უპირველესად კი საკუთარ თავს ვდებ ბრალს).

ჩემის აზრით უკვე საკმაოდ მასშტაბური დემონსტრაციებია საჭირო, რომ ცივილურ მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი პოზიცია, თუმცა სამწუხაროდ მგონია, რომ დავიღალეთ, ყველაფრით დავიღალეთ და მზად ვართ მტრების მხრიდან ყოველ მორიგ დამცირებას საბოლოოდ მაინც შევეგუოთ...

მე შევეცდები ჩემს საერთაშორისო კოლეგებს ხმა მივაწვდინო და საქმის კურსში ჩავაყენო. მოდით ყველამ ვიაქტიუროთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მოვიფიქროთ, დავგეგმოთ, განვახორციელოთ! მინიმუმ შთამომავლობის წინაშე მაინც ვიყოთ პირნათელნი...

მშვიდობას ვუსურვებ ჩემ ლამაზ და ნიჭიერებით სავსე ქვეყანას!

ნიკოლოზ რაჭველი

12.07.2015, მიუნჰენი" - ნათქვამია რაჭველის სტატუსში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია