"ხარშილაძე თავად ეჭვობდა, რომ ზურა ჟვანია მოკლული იყო" - ვის აწუხებდა ქვეყნის პრემიერის მზარდი რეიტინგი

"ხარშილაძე თავად ეჭვობდა, რომ ზურა ჟვანია მოკლული იყო" - ვის აწუხებდა ქვეყნის პრემიერის მზარდი რეიტინგი

ხარშილაძე თავად ეჭვობდა, რომ ზურა მოკლული იყო, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გუნდის ყოფილმა წევრმა, ყოფილმა დეპუტატმა მარინა მოლოდინმა "კვირის პალიტრას" განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჟვანიას მზარდი რეიტინგი "ძალიან აწუხებდა", მაგრამ "ჟვანიას მკვლელობა დაგეგმილი მკვლელობა არ ყოფილა".

"ხარშილაძემ დაადასტურა, რომ ნაძირალა და არაკაცია, რომელიც ამ შემთხვევიდან პირველივე დღეებში "ნაციონალებს" აგინებდა და ეჭვობდა, რომ ზურა მოკლული იყო. ახლა კი, უნამუსოდ იტყუება. ვიდრე ზურას მოკლავდნენ, ჟვანიასა და სააკაშვილს შორის, ძალიან დაძაბული იყო ურთიერთობა. ამას აშკარად ვგრძნობდით, მაშინ ხომ ბურჯანაძის, სააკაშვილისა და ჟვანიას გუნდი ერთი პოლიტიკური ძალა იყო, თუმცა, ჩვენ ჩუმად და დამოუკიდებლად დავიწყეთ ოფისის ხარჯების დაფარვა, დაცვასა და დარაჯს ფარულად ვუხდიდით თანხას, რადგან ეს ადგილი ცალკე შეხვედრებისთვის გვჭირდებოდა", - აცხადებს მარინა მოლოდინი.

მისი თქმით, სააკაშვილს ძალიან აწუხებდა ჟვანიას მაღალი რეიტინგი, რადგან პრემიერი მას სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა.

"ეს არ იყო დაგეგმილი მკვლელობა, რადგან მისი სიკვდილის შესახებ მწყობრი ვერსიის დალაგება ძალიან გაუჭირდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მოახერხებდნენ", - განაცხადა მარინა მოლოდინმა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია