"წყლის გამოცვლა წელიწადში ერთხელ ხდება" - იცავენ თუ არა თბილისის აუზები ჰიგიენურ და სანიტარულ ნორმებს

"წყლის გამოცვლა წელიწადში ერთხელ ხდება" - იცავენ თუ არა თბილისის აუზები ჰიგიენურ და სანიტარულ ნორმებს

საქართველოში არსებული ღია და დახურული საცურაო აუზების ჰიგიენური და სანიტარული ნორმების შემმოწმებელი სახელმწიფო ორგანო არ არსებობს. 2005 წელს ქვეყანაში სანიტარული კოდექსი გაუქმდა. რის შედეგადაც, ის 2007 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონმა ჩაანაცვლა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, არის თუ არა დაცული სანიტარული ნორმები თბილისის საცურაო აუზებში და ვინ აკონტროლებს ამ პროცესს?

როგორც ვაკის საცურაო აუზის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ისინი თავად დადგენილი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ და ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვას, საკუთარი ხარჯებით, მაქსიმალურად ცდილობენ. ვაკის საცურაო აუზის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ წყალი სამმაგ ფილტრაციას გადის. ქიმიური დამუშავების შემდეგ წყალი კვარცის ქვიშაში და ულტრა იისფერ სხივებში ტარდება.

"მიუხედავად იმისა, რომ არავინ გვავალდებულებს, ჩვენ გვყავს ქიმიკოსი, რომელიც იღებს წყლის ანალიზებს. ასევე გვყავს დაქირავებული დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც სულ მოდის და როგორც წყლის, ასევე საშხაპეებიდან და გასახდელებიდან იღებს ჩამონარეცხს და მერე ამოწმებს. წყალი იმდენად კარგად იფილტრება, რომ მისი გამოცვლა წელიწადში ერთხელ ხდება. ყოველდღიურად სამ მილიონ ნახევარი ლიტრი წყალი ფილტრაციას 6-დან 8 საათამდე ანდომებს",-განაცხადა ვაკის საცურაო აუზის მთავარმა ინჟინერმა სერგო სისოევმა.

სანიტარული ნორმების დაცვა საკუთარ თავზე აქვთ აღებული "Sport Time"-შიც.

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დონეზე საცურაო აუზის შემმოწმებელი ორგანო არ არსებობს. ჩვენთან ყველა ვიზიტორი დაცულია, ამ ყველაფერს თავად ვარეგულირებთ. წყალი გადის 24 საათიან ფილტრაციას. გერმანული ხსნარებით ხდება როგორც წყლის, ასევე აუზის ტერიტორიის დასუფთავება. სამედიცინო შემოწმების გარეშე, აუზზე არ გადის არცერთი ადამიანი. დაავადებული ადამიანის წყალში შესვლა აკრძალულია",-განუცხადა Ambebi.ge-ს "Sport Time"-ის პიარ მენეჯერმა, მარი ხანიკაევმა.

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს, მარინა ბაიდაურის თქმით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონით ნაწილობრივ მოხერხდა სანიტარული კოდექსით განსაზღვრული კომპეტენციების გადანაწილება სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს შორის. თუმცა, ჯერ კიდევ დარჩა მთელი რიგი სფეროები, რომლის ზედამხედველობის განმახორციელებელი უწყებაც არ იქნა განსაზღვრული. სწორედ მათ შორის არის აუზებში სანიტარული ნორმების შემოწმებაც.

"სანიტარული ნორმები არ გაუქმებულა, დღესაც მოქმედია და ჯანდაცვის სამინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული. მხოლოდ გარე კონტროლი გაუქმდა. აუზის მეპატრონეები იყენებენ შიდა კონტროლს აუზის მოსაწესრიგებლად. სახელმწიფო დონეზე გაუქმდა ეს კონტროლი, იმიტომ რომ გაუქმდა სანიტარული კოდექსი, რომელიც ჩაანაცვლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონმა. ახალი ბრძანების გამოცემაზე მიმდინარეობს მუშაობა და სავარაუდოდ გამოიცემა ახალი ბრძანება, რომელშიც გაირკვევა ის ადმინისტრირების ორგანო, რომელმაც უნდა გააკონტროლოს საცურაო აუზების ჰიგიენური ნორმები,"-განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა მარინა ბაიდაურმა.

AMBEBI.GE

თიკო გურაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია