"მამის გადასარჩენად დახმარებას ვითხოვდი" - რატომ ადანაშაულებს ჯგუფ "სეიშენის" წევრი მამის სიკვდილში სამართალდამცავებს?!

"მამის გადასარჩენად დახმარებას ვითხოვდი" - რატომ ადანაშაულებს ჯგუფ "სეიშენის" წევრი მამის სიკვდილში სამართალდამცავებს?!

ჯგუფი "სეიშენის" წევრი - ლაშა აბზიანიძე მამის სიკვდილში სამართალდამაცავებს ადანაშაულებს. გასულ კვირას, 56 წლის ლევან აბზიანიძე ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გარდაიცვალა.

სიკვდილამდე მან ოჯახის წევრებთან საუბარი მოასწრო, მერე კი ერთადერთ ვაჟსა და მის მეგობარს ჩააკვდა ხელში. ლაშა აბზიანიძე საქმის გამოძიებას და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ახლა ოჯახის წევრები პასუხს ელოდებიან.

ლაშა აბზიანიძე:

- მამაჩემი 56 წლის იყო. იმ ტრაგიკულ დღეს ერთად ვიყავით. შუადღეს სახლში დამტოვა, თვითონ სამუშაოდ წავიდა - სახლთან ახლოს "ტაქსაობდა". ცოტა ხანში დავურეკე, მაგრამ მისი ტელეფონი გათიშული იყო. გამიკვირდა. პერიოდულად მეც ვურეკავდი და დედაც. სამ საათზე მეტხანს ვცდილობდით, მაგრამ ვერ დავუკავშირდით. მერე როგორც იქნა, ჩართო ტელეფონი და მაშინვე დამირეკა, - ლაშა, სახლში მივდივარ და დროზე მოდი, საქმე მაქვს შენთან, პოლიციელებმა ნარკოლოგიურში წამიყვანესო. დაახლოებით 8-ის ნახევარი იყო, სახლში რომ მივედი. მამა უკვე ეზოში, სკამზე იჯდა. გვერდით მივუჯექი და ვკითხე, - რა ხდება-მეთქი? მიამბო: ტაქსიში ორი უცნობი მამაკაცი ჩამიჯდა და წყალტუბოში წაყვანა მთხოვეს. სამოქალაქო ფორმაში იყვნენ. მოვილაპარაკეთ, რომ 10 ლარად წავიყვანდი, დავძარი მანქანა და წყალტუბოსკენ წავედი. ქუთაისის სამხარეო პოლიციას რომ მივუახლოვდი, მითხრეს, მანქანა გააჩერეო. მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მაგრამ წინააღმდეგობას როგორ გავუწევდი და სამმართველოს შენობაში შევედიო.

- ადრეც ხომ არ ჰყავდათ გადაყვანილი ნარკოლოგიურში? ნარკოტიკის მომხმარებელი იყო?

- მანამდეც ბევრჯერ ჰყავდათ გადაყვანილი. მამას პირობითი სასჯელი ჰქონდა, რადგან ადრე "მარიხუანას" მოხმარებისთვის დააკავეს. 2000-ლარიანი ჯარიმა გადაახდევინეს და ერთი წელი პირობითი მიუსაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით,Yპრობაციის სამსახურს გადაცემული არ ჰქონდა, ამიტომ პრობაციაში არ დადიოდა. როცა შეატყობინებდნენ, მაშინ დაიწყებდა ხელის მოსაწერად სიარულს. მამა სულ ამბობდა: არ მეშვებიან. პოლიციელები მეუბნებიან, ითანამშრომლე ჩვენთან და დაგიცავთო. ამას არ დათანხმდა. არ იყო ისეთი ადამიანი, რომ პოლიციის აგენტი გამხდარიყო, სხვანაირად ცხოვრობდა. რომ ვერ დაითანხმეს, მერე გადაეკიდნენ, სისტემატურად აჩერებდნენ და გადაჰყავდათ ნარკოლოგიურში შესამოწმებლად.

მითხრა, იქ რომ მიმიყვანეს, კიდევ ერთი ადამიანი ჰყავდათ დაკავებული, რომელსაც "მარიხუანა" ჰქონდა. მასაც და მეც, ორივეს შარდმდენი დაგვალევინესო. ვეუბნებოდი, რომ სუფთა ვიყავი, მაგრამ პოლიციელმა მითხრა, უეჭველად გექნება მოხმარებული. თუ არ აღმოგაჩნდა, მაშინ თავს მოვიკლავო. მამას უთქვამს: მოამზადე თოკი თავის ჩამოსახრჩობად, რადგან მართლა სუფთა ვარო.

ოქმში წერია, თითქოს მამა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე წაიყვანეს. სამწუხაროდ, პოლიციელებს არავინ მოსთხოვს განმარტონ, კონკრეტულად რა ინფორმაცია ჰქონდათ. ცხადია, ეს მათი დაკავების მეთოდია, ასე "მუშაობენ". თურმე, მამა ვერ შარდავდა და ანალიზი რომ აეღოთ, 3 აბი შარდმდენი დაალევინეს. თურმე, 3-საათნახევარი ჰყავდათ დაკავებული. შარდმდენის მიცემის შემდეგ ბიოლოგიური ანალიზი აიღეს, მერე ისევ დააბრუნეს სამმართველოში. სუფთა აღმოჩნდა და გაათავისუფლეს. არანაირი მოხმარება არ დადასტურდა ექსპერტიზით. მერე მოვიდა სახლში. ჯერ დედასთან უსაუბრია და უთხოვია, - მგონი წნევა დამივარდა და ყავა დამალევინეო. ყავა დაულევია და ამის მერე გარეთ, ეზოში იჯდა. ჩემი მეგობარი ბიჭიც იქ იყო და ისიც ისმენდა მამას მონაყოლს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია