ირაკლი ღარიბაშვილს ოლიმპიური ორდენი გადაეცა

ირაკლი ღარიბაშვილს ოლიმპიური ორდენი გადაეცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოლიმპიური ორდენი გადაეცა. როგორც "ინტეპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური, ოლიმპიურ მოძრაობაში განსაკუთრებული წვლილისა და უშუალო ჩართულობისთვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჯილდო ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტისგანაც მიიღო. პატრიკ ჰიკმა ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ოლიმპიური ფესტივალის სამზადისში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია