"უწმინდესი არასდროს ღელავს... ყოველთვის აქეთ გვამხნევებს" - რას ჰყვება პატრიარქის პირადი ექიმი

"უწმინდესი არასდროს ღელავს... ყოველთვის აქეთ გვამხნევებს" - რას ჰყვება პატრიარქის პირადი ექიმი

საქართველოს სულიერ მწყემსთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა ჩვენი საზოგადოებისთვის სათუთი და ფაქიზია. განსაკუთრებით ის საკითხი, რომელიც პატრიარქის ჯანმრთელობას ეხება.

უწმინდესი თითქმის ყოველ წელს მიბრძანდება ხოლმე გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმურ სამედიცინო შემოწმებაზე. წელს პატრიარქი ბერლინში 14 ივლისს გაემგზავრა. ჩვენ ბერლინში პატრიარქის პირად კარდიოლოგს, შალვა პეტრიაშვილს დავუკავშირდით და უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიკითხეთ.

შალვა პეტრიაშვილი: - უწმინდესის კორონაროგრაფიული გამოკვლევის დროს გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე.

- ჩვენი ინფორმაციით, 14 ივლისს პატ­რიარქი მორიგ გეგმურ გამოკვლევაზე გაემგ­ზ­ავრა. ეს პროცედურაც დაგეგმილი იყო?

- არა. 2008 წელს უწმინდესმა სტენტი­რება გაიკეთა. სწორედ სტენტებში იყო რაღაც პრობლემა. საბედნიეროდ, ყველაფერი­ მოგვარდა. ჩატარდა მარტივი პროცედურა.­ ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგადაა.

- უწმინდესი მხნედ შეხვდა მოულოდნ­ელ­ობას?

- პატრიარქი არასდროს ღელავს. ძალიან ყოჩაღად და მხნედ არის, ჩვენგან განსხვავებით. ყოველთვის აქეთ გვამხნევებს.

- ამჯერად პრობლემა აღარ არსებობს?

- მისი ასაკიდან გამომდინარე, პრობ­ლემები ყოველთვის არის, თუმცა, რისკები შემცირებულია...

ერთ რამეს გავუსვამდი ხაზს - მიუხედავად იმისა, გერმანელი ექიმები სხვა კონფ­ესი­ის წარმომადგენლები არიან, დიდი მოწიწებით ექცევიან უწმინდესს და მის მიმართ უზომო ყურადღებით არიან განმსჭვალული.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია