რამდენს უხდიან საქართველოში იმ საქმიანობისთვის, რასაც ქართველები საბერძნეთში აკეთებენ

რამდენს უხდიან საქართველოში იმ საქმიანობისთვის, რასაც ქართველები საბერძნეთში აკეთებენ

ქართველები უცხოეთში, ძირითადად, სამუშაოდ მიდიან და იქ ნაშოვნი ფულით საქართველოში დარჩენილ ოჯახებს არჩენენ. უმეტესობა სხვა ქვეყანაში არალეგალურად მუშაობს, მეტწილად მომსახურების სფეროში - მოხუცის მომვლელად, ძიძად, შინამოსამსახურედ.

ემიგრაციაში მყოფი ქართველების უმეტესობა ქალია, ძირითადად, 30-50 წლის ასაკის. უცხოეთში მამაკაცისთვის სამსახურის შოვნა უფრო რთულია, მშენებლობაზეც კი კვალიფიციურ მუშახელს ითხოვენ. იმის გამო, რომ ქართული ემიგრაციის ერთი ნაწილი უცხოეთში დღესაც ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე ცხოვრობს და მუშაობს, არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები მისი რიცხოვნობის შესახებ. არაოფიციალურად კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების რაოდენობა დაახლოებით 1,5 მილიონია.

საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე მეტი ემიგრანტი რუსეთსა და საბერძნეთში ცხოვრობს. მაგალითად, 2015 წლის ივნისში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით გადმორიცხული 100 მილიონიდან დაახლოებით 42 მილიონი რუსეთიდან იყო, ხოლო თითქმის 14 მილიონი ლარი კი საბერძნეთიდან. ქართველების მიგრაცია საბერძნეთში ჯერ კიდევ იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოში ე. წ. ბნელი 90-იანი წლები იდგა. სამსახურის შოვნის იმედით ადამიანები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი არალეგალურად მიემგზავრებოდნენ უცხოეთში. სხვადასხვა მონაცემით, დღეს საბერძნეთში დაახლოებით 300 ათასი ქართველი ცხოვრობს. მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც წლებია, ვერ ახერხებენ საქართველოში ახლობლების სანახავად ჩამოსვლას იმის შიშით, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებიან. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რა ჯამაგირს უხდიან "საოცნებო" სამსახურისთვის საბერძნეთში ქართველებს და რას სთავაზობენ იმავე პოზიციაზე საქართველოში?

ლია წიქარიშვილი, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი: არა აქვს მნიშვნელობა, მოხუცს მოუვლი თუ ბავშვს, ჯამაგირის ოდენობა მაინც დამქირავებელზეა დამოკიდებული, მის კეთილ ნებასა და მატერიალურ შესაძლებლობებზე. მაგალითად, არიან ემიგრანტები, ვისაც მოხუცის მოვლისთვის უფრო მეტს უხდიან, ვიდრე ძიძობისთვის და პირიქით. მაგალითად, ჩემი მეგობარი ტყუპს ჩვილობიდანვე უვლის და მისი ანაზღაურება ამჟამად 800 ევროა. ასეთივე ანაზღაურება შეიძლება ჰქონდეს აქ მყოფ ქართველს მოხუცის მოვლაში, უფრო ხშირად კი მსგავსი მომსახურებისთვის თვეში 700 ევროს ან ნაკლებს უხდიან. ახლა, კრიზისის ფონზე, სულ უფრო ხშირად შეხვდებით საბერძნეთში ქართველებს, ვისაც ჯამაგირი მსგავსი სამსახურისთვის 400 ევრომდე შეუმცირეს. ჩემს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მე 87 წლის ლოგინად ჩავარდნილ მოხუცს ვუვლი

და ჩემი ხელფასი თვეში 650 ევროა. მოხუცების მოვლა-პატრონობის გარდა, ჩემს მოვალეობაში შედის სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება. შინ მხოლოდ მე და მოხუცი ვართ. ლოგინად ჩავარდნილი მოხუცის მოვლა ბევრად იოლია, ვიდრე იმის, ვისაც გადაადგილება შეუძლია. კვირაში ერთხელ ჩვენთან მისი შვილი მოდის და მიტოვებს 60 ევროს - საკვების ფულს, რომელიც პარასკევიდან პარასკევამდე უნდა ვიმყოფინო. ადრე კვირაში 50 ევროს მიტოვებდა და არ გვყოფნიდა. მხოლოდ პამპერსი და ჰიგიენური ზეწარი რომ ვუყიდო მოხუცს, კვირაში 17 ევრო მჭირდება, დარჩენილი თანხით საჭმელს ვყიდულობ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია