მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" სამშენებლო სამუშაოები ხვალ გაიხსნება

მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" სამშენებლო სამუშაოები ხვალ გაიხსნება

20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" სამშენებლო სამუშაოები, ხვალ გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, 23-ე მეტროსადგურის მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გახსნიან.

20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მეტროს მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განაახლა. პროექტის განხორციელების შედეგად გაკეთდება ახალი მეტროსადგური, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ "უნივერსიტეტამდე". ასევე, პროექტის ფარგლებში დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია