პატრიარქი სამშობლოში ხვალ დაბრუნდება

პატრიარქი სამშობლოში ხვალ დაბრუნდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, გერმანიიდან საქართველოში ხვალ დაბრუნდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოში განუცხადეს, ილია მეორე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16.00 საათზე ჩამოფრინდება.

უწმინდესს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა. "კორონოგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პატრიარქი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმური სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსის ჩასატარებლად 14 ივლისს გაემგზავრა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია