წელს ოჯახის ხარჯი 300 ლარით გაიზრდება

წელს ოჯახის ხარჯი 300 ლარით გაიზრდება

ლარის დევალვაციამ საქართველოს მოსალეობის სოციალურ მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა უკვე მოახდინა. საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქციის, მედიკამენტების თუ სხვა გადასახადების გაძვირების შედეგად ოჯახების ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა. უახლოეს დღეებში მოიმატებს დენის ტარიფიც, რასაც სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ავტომატური ზრდა მოჰყვება. საბლოო ჯამში კი, ლარის გაუფასურების გამო, წლის განმავლობაში ერთი რიგითი ოჯახის ხარჯი მინიმუმ 300 ლარით გაიზრდება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2015 წლის იანვრიდან დღემდე ეროვნული ვალუტა 20%-ით გაუფასურდა. თუ იანვარში ერთი ამერიკული დოლარი 1,8821 ლარი ღირდა, დღეს მისი ღირებულება 2,2558 ლარია. ლარის გაუფასურება ავტომატურად აისახა ინფლაციის მაჩვენებელზე. ერთ ჩვეულებრივ ოჯახს 7 თვის განმავლობაში თითქმის ყველაფერი გაუძვირდა: საკვები, პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, საწვავი, ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელი, ინტერნეტის გადასახადი. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობის 70%-ისთვის მოიმატებს ელექტროენერგიის ტარიფიც, შედეგად კი სამომხმარებლო ბაზარს გაძვირების ახალი ტალღა გადაუვლის, მეწარმეები კი პროდუქტის გაძვირებისთვის უკვე ემზადებიან. საფასო ცვლილება მოსალოდნელია საცხობებში, სასაწყობო მეურნეობებსა და გადამამუშავებელ ქარხნებში. დიდი ალბათობით, გაძვირდება ისეთი იმპორტირებული პროდუქტი, რომელსაც გარკვეული დროით შენახვა სჭირდება.

ფასების ზრდის წელი

ოფიციალური სტატისტიკა მართალია, ინფლაციას აფიქსირებს, მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბში. "საქსტატის" მონაცემებით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4,5% შეადგინა. ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ჯანმრთელობის დაცვაზე. რეალურად სავაჭრო ქსელში ფასი უფრო მეტადაა გაზრდილი, რადგან თითქმის ყველა სახის ნაწარმი გაძვირებულია. მაგალითად, ზეთზე ფასმა ბოლო თვეების განმავლობაში, საშუალოდ, 50 თეთრით მოიმატა, 20-30 თეთრით არის გაძვირებული შაქარი, წიწიბურა, ბურღულეული, მნიშვნელოვნად გაზრდილია ტკბილეულის, ყავის, ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების ფასი. სამედიცინო დაწესებულებებში კი მომსახურების ტარიფი, ხშირ შემთხვევაში, 50-60%-თაა მომატებული. მაგალითად, თუ ერთი წლის წინათ ოფთალმოლოგთან ვიზიტი 30 ლარი ღირდა, დღეს თვალის ექიმის კონსულტაცია, საშუალოდ, 50 ლარია, ანუ ზრდა არის თითქმის 67%. გარდა ამისა, მარტიდან მოყოლებული გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებიც, წლის განმავლობაში ორჯერ მოიმატა თამბაქოს ფასმა, რაც აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება. სულ ცოტა 20%-ით არის გაზრდილი არყისა და ლუდის ფასი. 10-20 თეთრითაა გაძვირებული "კოკა-კოლას" ყველა სახის პროდუქცია.

წლის განმავლობაში გაძვირდა ინტერნეტი და ინტერნეტ-ტელევიზიაც, რაც კომპანიებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობით და ლარის დევალვაციით ახსნეს. მარტიდან "სილქნეტის"  ახალი სატარიფო პოლიტიკით მომხმარებელს ("სილკ ოპტიკი") სტარტ პაკეტის ღირებულების 20 ლარის ნაცვლად, 26 ლარის გადახდა უწევს. იმავე პერიოდიდან ცვლილება შეეხო "სილქ ტვ"-საც, 15-ლარიანი სტანდარტული პაკეტი 20 ლარი გახდა, თემატური პაკეტების ღირებულებაც 5 ლარით გაიზარდა. ტარიფი გაზარდა "კავკასუს ონლაინმაც".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია