რა ხდებოდა ოლიმპიადის გახსნისას სამთავრობო ლოჟაში, სადაც პრეზიდენტისთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი დარჩა

რა ხდებოდა ოლიმპიადის გახსნისას სამთავრობო ლოჟაში, სადაც პრეზიდენტისთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი დარჩა

26 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც მართლაც რომ შთამბეჭდავი გამოდგა, თუმცა პატარა შეცდომების და ერთი სახელისუფლო სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია.

თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება აქამდე, ფაქტობრივად, არ ჰქონია, საერთოდ არ ღირს იმ პატარა შეცდომებზე ყურადღების გამახვილება. რაც შეეხება საკითხს თუ რატომ დარჩა სამთავრობო ლოჟაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი, ეს კიდევ კარგა ხანს იქნება ალბათ მითქმა-მოთქმის მიზეზი.

ერთ-ერთი ვარაუდით, პრეზიდენტის განაწყენება გამოიწვია იმან, რომ ოლმპიადის გახსნისა და საზოგადოებითვის მიმართვის პატივი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ერგო. იურისტთა ნაწილის თქმით, ამგვარ ღონისძებზე უმაღლეს ხელისუფლებას, როგორც წესი, ქვეყნის პირველი პირი წარადგენს, ანუ ჩვენს შემთხვევაში, ეს პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა... მოკლედ, სახელისუფლო შტოებს შორის განაწყენებათა "პინგ-პონგი" გრძელდება...

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია