ლოტკინზე დაახლოებით 5 ჰექტარი ფართობი დაიწვა

ლოტკინზე დაახლოებით 5 ჰექტარი ფართობი დაიწვა

ლოტკინის დასახლებაში, თბილისის ზღვის ტერიტორიასთან ახლოს ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე, დავით გელაშვილმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

"ხანძრის გამომწვევ და წარმომშობ მიზეზებს კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია ბალახი და ძველი საბურავები; 4-5 ჰექტარი ტერიტორია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული დამუშავებითი სამუშაოები", - განაცხადა დავით გელაშვილმა. მისივე განცხადებით, ადგილზე ხუთი ერთეული სახანძრო და ორი ერთეული სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია