გულზე ძალიან რთული მდგომარეობა იყო - ილია მეორე

გულზე ძალიან რთული მდგომარეობა იყო - ილია მეორე

ღვთის წყალობით და თქვენი ლოცვა-კურთხევით მშვიდობით დავბრუნდით გერმანიიდან, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესი თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ სამების ტაძრისკენ გაემართა, ტაძარი მოილოცა და იქ მყოფი მრევლი დალოცა. პატრიარქმა მცირე პარაკლისი გადაიხადა და მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებითაც მიმართა. მისი თქმით, ექიმებმა მას ჩაუტარეს მკურნალობა და გულზე ძალიან რთული მდგომარეობა იყო. "ღვთის წყალობთ და თქვენი ლოცვა-კურთხევით, მშვიდობით დავბრუნდით გერმანიიდან. ექიმებმა ჩაატარეს მკურნალობა, ძალიან რთული მდგომარეობა იყო გულის. მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ახლა მოვემზადოთ ილიაობისთვის. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ცისანა შარტავამ. მისი თქმით, გერმანიაში დაგეგმილი იყო გარკეული გამოკვლევები და სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება, მაგრამ ამ გამოკვლევების ფონზე გამოიკვეთა დამატებით კარდიოლოგიური ჩარევის აუცილებლობა.

"ამიტომ ჩვენი გეგმები შეიცვალა, ეს კარდიოლოგიური ჩარევა წარმატებით დამთავრდა. ჩვენი იქ ჩასვლა ღვთის განგებით აუცილებელი იყო. უწმინდესი თავს ძალიან კარგად გრძნობს. სარეაბილიტაციო კურსი შეიცვალა იმიტომ, რომ ამ პროცედურის პარალელურად სარეაბილიტაციო კურსის გაგრძელება არ შეიძლებოდა. უწმინდესი ჩქარობდა სამშობლოში დაბრუნებას და ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩამოსვლას, ამიტომ დაბრუნდა და მომავალში კიდევ დაიგეგმება სარეაბილიტაციო კურსი და გამოკვლევები", - განაცხადა ცისანა შარატავამ. მისივე თქმით, უწმინდესს კორონოგრაფია ბალონირებით ჩაუტარდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია