ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს პირველი მედალი ზურაბ კახნიაშვილმა მოუტანა

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს პირველი მედალი ზურაბ კახნიაშვილმა მოუტანა

თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს პირველი მედალი ძიუდოისტმა ზურაბ კახნიაშვილმა (50 კგ-მდე) მოუტანა.

კახნიაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩეხი დავით ვოპატი დაამარცხა. ძიუდოს აკადემიის დარბაზში გამართულ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველმა ჯერ იუკო აუღო მეტოქეს, შემდეგ კი ბოლო წამებზე კონტრილეთით, ვაზარით გაიმარჯვა.

დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის ჩვენი გუნდიდან 55 კგ-ში თემურ ნოზაძე იბრძოლებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია