ძიუდოს აკადემიის დარბაზისთვის დენის შეწყვეტის შესახებ "თელასი" განმარტებას ავრცელებს

ძიუდოს აკადემიის დარბაზისთვის დენის შეწყვეტის შესახებ "თელასი" განმარტებას ავრცელებს

საბურთალოს რაიონის დაახლოებით 15 ათას აბონენტს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თელასიდან" აცნობეს, დღეს, 12:35 საათზე ავარიულად გამოირთო 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი "დიღომი 102", რომლითაც ელექტროენერგია ქვესადგურ "დიღომი-1"-ის მომხმარებელს მიეწოდებოდა.

მათივე ინფორმაციით, ავარიის გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდა საბურთალოს რაიონის დაახლოებით 15 ათას აბონენტს, მათ შორის ოლიმპიურ ობიექტს ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზს.

"ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის 13 წუთში, 12:48 საათზე სარეზერვო კვებაზე გადართვით აღდგა.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე ავარიის მიზეზების დასადგენად და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად სს "თელასის" ტექნიკური სამსახური მუშაობს", - აცხადებენ "თელასში".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია