დიდუბის რაიონის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეეზღუდება

დიდუბის რაიონის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეეზღუდება

დიდუბის რაიონის ნაწილს ბაქოს ქუჩაზე ჩასატარებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოს გამო ხვალ, 11.30-დან 17.30 საათამდე გაზმომარაგება შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, შეზღუდვა შეეხება თამარ მეფის გამზირის N 5, 5-ა, 7, 9, 11, 13; დავით აღმაშენებლის გამზირის N 149, 151, 151-ა, 153; მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის N 162 და ბაქოს ქუჩაზე მდებარე შენობებს (სულ - 480 აბონენტს).

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს " ყაზტრანსგაზ- თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია