ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ინოვატორ ახალგაზრდებს კრეატიული იდეების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ინოვატორ ახალგაზრდებს კრეატიული იდეების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს

ინოვატორ, კრეატიულ, თავისუფალი იდეების მქონე ახალგაზრდებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ინვესტიციას დებს. სამომავლოდ, სხვადასხვა ორგანიზაციების ფორმირებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით, სააგენტო დღეს და ხვალ ყვარელში გასვლით სამუშაო შეხვედრას მართავს. 14 ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბის კონცეფციას შეიმუშავებს და თემაზე - "ორგანიზაციული მშენებლობა" ტრენინგს გაივლის. ტრენერები ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის ხელმღვანელი გიორგი ყანჩაველი იქნებიან.

სწავლა უფასოა, თუმცა ჯგუფში მოსახვედრად ახალგაზრდებს საკმაოდ რთული ეტაპების გავლა უწევთ. ტრეინინგის მონაწილეები ორგანიზაციას, ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბებს შექმნიან. ორგანიზაციის ძირითადი მიზანი ქვეყანაში ინოვაციური ინიციატივების ხელშეწყობა იქნება.

ტრენინგის მიზნებსა და ამოცანებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში მისაღებ შედეგებზე და მოსალოდნელ სარგებელზე ბპნ.გე-ს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს უნარების და კონკურენტუნარიანობის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი კინწურაშვილი ესაუბრა:

- ტრენინგის მიზანია ინოვატორ, ღია აზროვნების მქონე სტუდენტებს თავიანთი ინიციატივების განსახორციელებლად სხვადასხვა სახის ჯგუფებისა და ორგანიზაციების ფორმირებაში დაეხმაროს. ჩვენ უკვე ჩავატარეთ ორი ნაკადის ტრენინგი თემაზე - "ინოვაციებისა და ინიციატივების მართვა ". საერთო ჯამში ტრენინგში 60 სტუდენტი მონაწილეობდა. მათგან 14 საუკეთესო ახალგაზრდა შეირჩა, რომლებმაც პასუხები გასცეს სხვადასხვა შეკითხვებს, დაწერეს თემები. ისინი დასახავენ კონკრეტულ გეგმებს, ჩამოაყალიბებენ კონკრეტულ ჯგუფებს. ორი დღის განმავლობაში იმუშავებენ ჯგუფის ინტერესების ჩამოყალიბებაზე, კონკრეტული აქტივობების დაგეგმვაზე, ორგანიზაციის სტრუქტურის გამართვაზე, სახელის, სლოგანის, ლოგოს შემუშავებაზე.

- ვინ არიან ტრენერები და რა კრიტერიუმებით შეირჩნენ ტრენინგის მონაწილე ახალგაზრდები?

- ორთვიან ტრენინგამდე მონაწილეებს საკმაოდ რთული შესარჩევი ეტაპის გავლა მოუხდათ. ყოველთვის უწევთ თემის დაწერა, საიდანაც ვიგებთ რამდენად ღიად მოაზროვნეა ადამიანი, რამდენად მზად არის განსხვავებულ იდეებზე მუშაობისათვის, რამდენად შეეჭიდება სირთულეებს. ჩატარდა გასაუბრებები, ახალგაზრდებს კონკრეტული დავალებები ჰქონდათ, რათა გაგვეგო რამდენად დიდი იყო მათი მოტივაცია. ამის შემდეგ, შეირჩნენ ჯგუფები. ორთვიანი ტრენინგის განმავლობაში ახალგაზრდებმა საქართველოში საუკეთესო ტრენერებთან იმუშავეს, ყვარელში კი ტრენერები იქნებიან ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის ხელმღვანელი გიორგი ყანჩაველი. რაც შეეხება მოანწილეებს, ისინი სხვადასხვა კურსის სტუდენტები არიან. ტრეინინგში მონაწილეობა უფასოა, თუმცა რთულია შესარჩევი ეტაპი, რომელიც აპლიკანტებმა უნდა გაიარონ. შერჩეული არიან ახალაგზრდები, რომლებსაც გაერთიანების და საერთო ჯგუფების ჩამოყალიბების სურვილი აქვთ. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს ავუხსნით ფუნდამენტურად რა არის საჭირო ორგანიზაციის შესაქმნელად , როგორი უნდა იყოს სტრუქტურა, როგორ უნდა დაიგეგმოს აქტოვობები. ამას გარდა, ინოვაციური აზროვნების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების შესახებ იდეების გენერირება მოხდება.

- როგორც ვხვდები, ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია აპლიკანტი იყოს ნოვატორი, ჰქონდეს განსხვავებულად აზროვნების უნარი, კრეატიული იდეები. ამ შემთხვევაში, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია