"სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ვერტმფრენები, ბიძინა ივანიშვილის გამგებლობაში იყო, გესმით, რას შეეწირენ უბედური ადამიანები იმ ტრაგიკულ ღამეს?!"

"სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ვერტმფრენები, ბიძინა ივანიშვილის გამგებლობაში იყო, გესმით, რას შეეწირენ უბედური ადამიანები იმ ტრაგიკულ ღამეს?!"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი, "მონიტორი.გე"-ს ვიდეოზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ვერტმფრენები - "სუპერ პუმები", 13 ივნისის ტრაგედიის დროს, ბიძინა ივანიშვილის კომპანიის, შპს "ავიასერვისის" გამგებლობაში იყო. გთავაზობთ ჩიორას "ფეისბუქ" პოსტს:

"13 ივნისს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ვერტმფრენები - "სუპერ პუმები" ბიძინა ივანიშვილის კომპანიის, შპს "ავიასერვისის" გამგებლობაში იყოო!

ანუ, გადაწყვეტილება ვერტმფრენის სამაშველო სამუშაოებში ჩართვის თაობაზე ვერ იქნებოდა მიღებული ივანიშვილის "შეწუხების" გარეშე!!

გესმით, რას შეეწირენ ის უბედური ადამიანები იმ ტრაგიკულ ღამეს?!! თურმე რატომ არ ჩანდა არსად ეს დაწყევლილი სამაშველო ვერტმფრენები, როცა რამდენიმე საათის განმავლობაში თავგანწირული ითხოვდნენ შველას სახურავზე ადამიანები?! თურმე რატომ ვისმენდით, აბსურდულ განმარტებებს, ღამე, ცუდ ამინდში, ვიპ-სალონოთ ვერმფრენები გამოუსადეგარი იყო იმ დღესო?!

ის ნაძირალა არ გააღვიძეს ამ მონებმა! ვერ შებედეს, შენი ვერტმფრენები გვჭირდებაო!

გაცოფებული ვარ!!!!! რა უნდა მომხდარიყო ამაზე უარესი??? მაინცადაინც ადამიანები უნდა მომკვდარიყვნენ, რომ გაგვეგო, სადამდე შეიძლება მივიდეს ამ ავადმყოფური მართვის სტილით ქვეყანა?!!

რა გავაკეთოთ?! ვინ გამოიძიებს ახლა ამ ამაზრზენ საქმეს?! ვინ აგებს პასუხს ადამიანების სასიკვდილოდ გაწირვისთვის, ამდენი ოჯახის გაუბედურებისთვის?! და როდის?!!!", - წერს თაქთაქიშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია