"კარგი დროა უძრავი ქონების შესაძენად"

"კარგი დროა უძრავი ქონების შესაძენად"

უძრავ ქონებაზე გარიგებების რაოდენობა მეორე კვარტალში პირველთან შედარებით 3,4%-ით, წინა წელთან შედარებით კი 4.5%-ით გაიზარდა და 133 ათას ერთეულს გადააჭარბა. განსაკუთრებული მოთხოვნა ახლადაშენებულ ბინებზე დაფიქსირდა: პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რიცხვი წინა წელთან შედარებით 16,8%-ით, ხოლო - პირველ კვარტალთან შედარებით - 8,2%-ით გაიზარდა. მაშინ როცა, მეორად ბინებზე უმნიშვნელო მატება აღინიშნა. მიუხედავად ამისა, მეორად ბინებზე გარიგებებს საერთო მოცულობაში კვლავ 80%-მდე უკავია.

პირველადი რეგისტრაციების ზრდას უძრავი ქონების სააგენტოში "მაკლერ.გე" სამშენებლო კომპანიების მიერ გადახდების მოქნილი გრაფიკის დანერგვასა და ფასების შემცირებას უკავშირებენ. "კომპანიების უდიდესი ნაწილი მომხმარებელს უკვე შიდა განვადებებს სთავაზობს, გარდა ამისა, კრიზისის გამო ფასები გაცილებით ადეკვატური გახდა", - განუცხადა სააგენტოს მენეჯერმა, ხათუნა შურღაიამ ბპნ -ს. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ მსგავსი ტენდენცია მთლიანად უძრავი ქონების ბაზარზე შეიმჩნევა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია