რატომ შეუწყდა გუშინ ოლიმპიურ ობიექტებს ელექტროენერგია - "თელასის" განმარტება

 რატომ შეუწყდა გუშინ ოლიმპიურ ობიექტებს ელექტროენერგია - "თელასის" განმარტება

კომპანია "თელასი" გუშინ ოლიმპიური ობიექტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, გუშინ 110 კილოვოლტიანი საჰაერო გადამცემი ხაზის "დიღომი 102" ავარიულად გამორთვის მიზეზი ხაზის ქვეშ გაჩენილი ხანძარი გახდა, რამაც გამოიწვია გაბარიტის დარღვევა და გარდამავალი მოკლე ჩართვა. გადამცემი ხაზის "დიღომი 102" მეშვეობით ელექტროენერგია ქვესადგურ "დიღომი-1"-ის მომხმარებელს მიეწოდებოდა. ავარიის გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდა დიდუბის რაიონის დაახლოებით 15 000 აბონენტს, მათ შორის ოლიმპიურ ობიექტს ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზს. ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის 13 წუთში, 12:48 საათზე სარეზერვო კვებაზე გადართვით აღდგა.

"თელასის" ტექნიკურმა სამსახურმა გადამცემი ხაზი "დიღომი 102" მთლიანად დაათვალიერა, ხაზზე დაზიანება არ არის. კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

"ხანძრის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ დაუდევრობაა. კომპანია "თელასმა" არაერთხელ მიმართა მოსახლეობას და სხვადასხვა ორგანიზაციებს თხოვნით გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება "თელასის" ობიექტების სიახლოვეს საქმიანობის განხორციელებისას", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია