GEM fest აფხაზეთში მცხოვრებთ წინადადებით მიმართავს

GEM fest აფხაზეთში მცხოვრებთ წინადადებით მიმართავს

ანაკლიაში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. კარვების ქალაქი 4000 კაცზეა გათვლილი და დამსვენებელსა და ფესტივალის სტუმრებს ხელოვნური დაჩრდილვის ქვეშ ელოდება, ხუთივე სცენა აწყობილია, მობილიზებულია მილიონობით დოლარის აპარატურა, რომელიც საუკეთესო საუნდის გარანტია იქნება და რაც მთავარია, ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი მსოფლიოდან ელექტრონული მუსიკის ნამდვილ ვარსკვლავებს ელოდება, ქართველ დიჯეებთან და ბენდებთან ერთად.

შთამბეჭდავი ფოიერვერკის თანხლებით ჩაივლის ტრანსის მეფედ წოდებული არმინ ვან ბიურენის სეტი 31 ივლისს, ფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე. ჰოლანდიელ დიჯეის ქართველი მელომანები მოუთმენლად ელიან. იქნება დევიდ აუგუსტის, „დაბფაიერის“, ელენ ელიენის, პეტრე ინსპირესკუს და სხვათა სეტები. 7 აგვისტოს დასკვნით კონცერტს შემოგვთავაზებენ ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი.

სტუდენტებისთვის რომ გამორჩეული ფასდაკლება მოქმედებს, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია, ფესტივალის მთლიანი აბონემენტი სტუდენტებს 100 ლარად ერგებათ. ფასების გამორჩეული პოლიტიკა GEM fest-ის ორგანიზატორებმა თავიდანვე შეიმუშავეს, თუმცა განსაკუთრებული სიურპრიზი ბოლოსთვის შემოინახეს. საქმე ისაა, რომ ფესტივალი უპრეცედენტო შეთავაზებით აფხაზეთში მცხოვრებლებს მიმართავს - ისინი, სურვილის შემთხვევაში, საფესტივალო ტერიტორიაზე, რომელიც 18 ჰა-ზეა გადაშლილი, სრულიად უფასოდ შევლენ და დაესწრებიან აბსოლუტურად ყველა დიჯეისეტსა და კონცერტს, საზაფხულო კინოთეატრში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებას და მოკლედ, ყველაფერს, რაც GEM fest-ის პროგრამითაა გათვალისწინებული.

ასე რომ, ანაკლია წელს ფესტივალზე აფხაზეთიდანაც ელოდება ნებისმიერ მსურველს, რომელსაც სიხარულით მიიღებს.

GEM fest-ის ოფიციალური მხარდამჭერია ამბები.ჯი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია