ამ წუთებში ოქროს მედალოსანი რობიზონ ბეგლარიშვილი "ნიუ ჰოსპიტალში" გადაჰყავთ

ამ წუთებში ოქროს მედალოსანი რობიზონ ბეგლარიშვილი "ნიუ ჰოსპიტალში" გადაჰყავთ

ძიუდოისტმა რობიზონ ბეგლარიშვილმა, რომელმაც დღეს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა, თვალის ტრავმა მიიღო.

არსებული ინფორმაციით, მას თვალი სწორედ დღევანდელი ასპარეზობის დროს დაუზიანდა, მოგვიანებით კი ტკივილი უფრო გაუძლიერდა.

როგორც "ინტერპრესნსიუსს" თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია გედენიძემ განუცხადა, იგი სასწრაფო დახმარების მანქანას "ნიუ ჰოსპიტალის" ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში შემდგომი დაკვირვებისა და კვლევებისთვის გადაჰყავს.

როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში აცხადებენ, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ოფთალმოლოგიის დარგში დამატებით კვლევებს საჭიროებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია