პირველი კომენტარი რობიზონ ბეგლარაშვილის ჯნმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

პირველი კომენტარი რობიზონ ბეგლარაშვილის ჯნმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული რობიზონ ბეგლარაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განუცხადა, ბეგლარაშვილს თვალზე სისხლჩაქცევა აქვს, რაც ძიუდოსთვის დამახასიათებელი ტრავმაა. მისი ინფორმაციით, ოლიმპიურ ჩემპიონს "ნიუ ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდა და სერიოზული პრობლემა არ აქვს. ამჟამად ბეგლარაშვილი ოლიმპიურ სოფელშია გადაყვანილი და გამოკვლევებს ხვალ გააგრძელებს.

ძიუდოისტმა რობიზონ ბეგლარიშვილმა, რომელმაც დღეს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა, თვალის ტრავმა მიიღო. ას თვალი სწორედ დღევანდელი ასპარეზობის დროს დაუზიანდა, მოგვიანებით კი ტკივილი უფრო გაუძლიერდა.

როგორც "ინტერპრესნსიუსს" თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია გედენიძემ განუცხადა, იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "ნიუ ჰოსპიტალის" ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში შემდგომი დაკვირვებისა და კვლევებისთვის გადაიყვანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ოფთალმოლოგიის კუთხით დამატებით კვლევებს საჭიროებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია