რატომ დაკბინა გოგონამ მეზობელი?

რატომ დაკბინა გოგონამ მეზობელი?

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში გოგონას მიერ მეზობლის დაკბენის საქმეზე ძიება მიმდინარეობს. საქმე 125-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცემას გულისხმობს.

რა მოხდა რეალურად, ამის გარკვევას speqtri.ge შეეცადა. დავაში მონაწილე, დაზარალებულმა ბელა იასეშვილმა კონფლიქტის დღე გაიხსენა.

"პური უნდა გამოეცხოთ. მივედი და დავუძახე. ვინც მიკბინა, მაგის ქმრის ბებიამ მითხრა, ასე ადრე რატომ მოხვედი, მე შენი მოახლე კი არ ვარო. ამ დროს პატარძალიც გამოვარდა, ხელი მკრა, გადამაგდო, ცემა დამიწყო თავში და მუცელში. მიკბინა და ხორცი ამომაგლიჯა, ხელი გაუბედურებული მქონდა. მალამოებით ძლივს მოვირჩინე. რომ ვეღარაფერი გავაწყე, პატრული გამოვიძახე. მე მაბრალებენ, გვცემაო. თუ მართლა მასეა, მაშინ გიჟი ვყოფილვარ, მე დავუწყე ცემა და პატრულიც გამოვიძახე?!" - ამბობს იასეშვილი.

კონფლიქტში მონაწილე ბრალდებულმა ქალბატონმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. მომხდარზე ქმრის ბებიამ იასუბრა.

"მაგ ქალს ფსიქიური პრობლემები აქვს. ჯერ ისევ ბნელოდა, დაახლოებით დილის 4 საათი იქნებოდა, როცა ხმაური გავიგე. გამეღვიძა, დავინახე, ოთახში ჩემგან მოშორებით იდგა. ვუთხარი, ამ დროს აქ რა გინდა-მეთქი, როგორ თუ რა მინდა, პური გამოვაცხოთო. სახლში მარტო მე, რძალი და პატარა ბავშვი ვიყავით. მწოლიარეს მომვარდა და გადმომაგდო. ვუთხარი წადი-მეთქი. ჯოხი იდო პატარა, იმით მცემა. თრევით გადამიყვანა და გარეთ ქვიშაზე დამაგდო. ამ დროს, ხმაურზე პატარძალიც გამოვარდა. მეგონა, სახლში წავიდა, თურმე კარებთან ყოფილა დამალული. ამასობაში გათენდა კიდეც. გავედი ძროხა ავუშვი. კარები გავაღე, მომვარდა და წამაქცია. ხმაურზე რძალი გამოვიდა, ვეღარ ამაგლიჯა, მეტი რა გზაღა ჰქონდა, ადგა და კბილები მოუჭირა, იქნება ასე მაინც შეეშვასო. ლამის მომკლა და აბა როგორ უნდა მოქცეულიყო?!" - ამბობს ნარგიზი ყაჭიური.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია