რომელ კურორტებს ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი ქართველები და რა თანხას იხდიან დასვენებაში

რომელ კურორტებს ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი ქართველები და რა თანხას იხდიან დასვენებაში

ზაფხულის ცხელ დღეებს ყველა ზღვისპირა ქალაქებში ან მთაში ატარებს. რომელ კურორტებს ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი ადამიანები და რა თანხას იხდიან დასვენებაში, ამას თავად მათგან გაიგებთ.

ქრისტინე ძიძიგური

ქრისტინე ძიძიგურის და პრინც ხუანის ოჯახი დასვენებისთვის უპირატესობას ესპანეთს ანიჭებს. წყვილი მარბელაში და მალიორკაზე აპირებს გამგზავრებას. "ხუანი სადაც გადაწყვეტს, იქ წავალთ დასასვენებლად. შესაძლოა იბიცაზე, ან სამხრეთ საფრანგეთშიც გავემგზავროთ. ესპანეთში არის ძალიან კარგი კურორტი ტარიფა, პირდაპირ გიბრალტარის სრუტეზეა გაშენებული, აქედან იწყება თეთრი ქვიშის სანაპირო. ესპანეთი ძალიან კარგი ადგილია დასასვენებლად",-განუცხადა "ამბები.გეს" ქრისტინე ძიძიგურმა.

დავით ქაცარავა

დავით ქაცარავა ოჯახთან ერთად დასვენებისთვის იშვიათად იცლის. მისი მეუღლის სოფო ხაჭაპურიძის თქმით, ზაფხულში დასასვენებლად ურეკში მიდის. "ჯერჯერობით სად წავალთ დასასვენებლად მე და ჩემი მეუღლე, არ ვიცი. ზაფხულში აუცილებლად მიმყავს ბავშვები ურეკში, ათ დღეში 1200-1500 ლარს ვიხდით. დათო ვერ ახერხებს ჩვენთან ერთად წამოსვლას. პერიოდულად გვსტუმრობს".

მარიამ კუბლაშვილი

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი უკვე იყო დასასვენებლად. ზაფხულის ცხელი დღეები მარიამმა საფრანგეთში და იტალიაში გაატარა, სადაც შვილთან ერთად იმყოფებოდა. "იტალიაში აქვს ჩემს მეგობარს სასტუმრო, სადაც ჩემს შვილთან ერთად დამპატიჟა და უფასოდ დავისვენე, საფრანგეთში და იტალიაში ათი დღით დასვენება დაახლოებით 5000-6000 ლარი მიჯდება. ახლა თბილისში ვარ, სამსახურის გამო ვერ ვახერხებ ქალაქიდან გასვლას. აუცილებლად წავალ ჩემს ოჯახთან ერთად დასასვენებლად, თუმცა სად, ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია. ძალიან მიყვარს ლოპოტაზე დასვენება, მაგრამ ისეთი ძვირი ღირს, გაოგნებული ვარ".

თიკა ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია ჯერ ისევ თბილისშია. წლევანდელი დასვენება დიდი ხნის წინ დაგეგმა. სურს ევროპაში გაემგზავროს დაქალთან ერთად, თუმცა რაღაც საქმეები გამოუჩნდა და როდის წავა, ჯერჯერობით არ იცის. "3 აგვისტოს გადაწყდება, როდის წავალ ევროპაში, ფლორენცია, ბერლინი და ბარსელონა მაქვს დაგეგმილი. ტურით არ მივდივართ, შესაბამისად არ ვიცი, რა თანხა დამიჯდება დასვენება. პირველი ზაფხულია როცა საკუთარი დანაზოგით ასეთ საჩუქარს ვუკეთებ საკუთარ თავს. როცა თბილისში დავბრუნდები, შემდეგ ჩემს შვილთან, ნინასთან ერთად წავალ დასასვენებლად თურქეთში".

სანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი სანდრა პაიჭაძე ჯერ ისევ თბილისშია. "სამ ადგილას ვმუშაობ, შესაბამისად არ ვიცი მოვახერხებ თუ არა დასასვენებლად წასვლას. სიამოვნებით წავიდოდი ჩემს შვილთან ერთად თურქეთში ან ნებისმიერ საზღვაო კურორტზე დასასვენებლად. თუმცა არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამას".

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია