მშობლიური "ბანგლადეში", ანუ როგორ იქცა თბილისი უგვანი შენობების სამშობლოდ

მშობლიური "ბანგლადეში", ანუ როგორ იქცა თბილისი უგვანი შენობების სამშობლოდ

წარსულში თბილისის ქვაბული იყო დაფარული მუხნარი და მუხნარცხილნარი ტყეებით. ქალაქის ზრდასთან ერთად ტყეები მთლიანად გაიჩეხა. მათი ადგილი ძეძვნარმა და სტეპურმა მცენარეულობამ დაიკავა. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო ქალაქის მასიური გამწვანება, რისთვისაც ძირითადად ელდარის ფიჭვი გამოიყენეს.

თბილისის ფარგლებში თავს იყრის სამი ტიპის ლანდშაფტი. მის უკიდურეს სამხრეთში წარმოდგენილია ელდარის ტიპის ნახევრადუდაბნოს ლანდშაფტები. ქალაქის უმეტესი ნაწილი (უკავია ივერიის ვაკის სტეპურ ლანდშაფტებს, ხოლო თბილისის მოსაზღვრე ქედების ფერდობებზე წარმოდგენილია ქვედა მთის ტყის ლანდშაფტთა ფრაგმენტები.

კომპანია "ეკოტური ჯორჯია"ს ეკოტურიზმის განვითარების ექსპერტი გიორგი რაჯებაშვილი, საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე, თბილისის ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც თვალსაჩინოდ შეგვიძლია დავინახოთ, რამდენად დამღუპველია ქალაქისთვის არასწორი დაგეგმარება.

ფოტოებზე თბილისი უსახური ნაგებობების "სასაფლაოდ" არის ქცეული, სადაც უსასრულო შენობების ფონზე, რთულია შეამჩნიო რამე სახის მწვანე ნარგავები.

იხილეთ გალერეა

თბილისის რელიეფში ჩადებული ნაღმები - მტკვარი, რომელიც მამა დავითისა და მახათას მთების სიმაღლეზე მიედინებოდა და საფრთხე, რასაც მაღალსართულიანი შენობები ქმნის

"აბა, მთაწმინდიდან გადმოხედეთ, მტკვრის გასწვრივ როგორი სმოგია!" - მოქალაქეების გამოხმაურება მტკივნეულ თემაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია