შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

შრომის ბაზარზე ყველაზე წარმატებულ და მოთხოვნად პროფესიად ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯერობა მიიჩნევა. სპეციალისტების თქმით, ხშირად შრომის ბაზრისა და უმაღლესი სასწავლებლის მოთხოვნა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ უკვე უნივერსიტეტდამთავრებული სტუდენტები სხვა პროფესიაში საქმდებიან.

საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ შრომით ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ბიზნესის ადმინისტრირებაზე და მენეჯმენტზეა: "ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულება ჯერ კიდევ განვითარების რეჟიმშია, შესაბამისად მოთხოვნაც ამ სფეროში გაზრდილია. ერთი წლის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით შრომით ბაზარზე სწორედ ეს პროფესიები ლიდერობდნენ. ვფიქრობ, საინფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით მოთხოვნა განსაკუთრებით მოიმატებს და ეს ტენდენცია უკვე შეინიშნება. ეს მიმართულება ფართო სპექტრია და სავარაუდოდ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ამის გარდა, არსებობს სამომსახურებო სპეციალობები, როგორიცაა: მემანქანე, გზის დამგები, პროექტირების სპეციალისტი, მშენებელი. ეს ის მიმართულებებია, რომელზეც რეალურად მოთხოვნა გაზრდილია. ვვარაუდობ, რომ გარკვეული პროფესიები უფრო წინ წამოვა, მაგრამ არა უმაღლესში შესათავაზებელი პროფესიები, არამედ შემდგომ დასაშენებელი ვიწრო სპეციალობები.

საქართველოსა და ევროპის შრომის ბაზრის ტენდენციები ერთმანეთს რომ შევადაროთ, განსხვავებულ სიტუაციას მივიღებთ. საქართველოსგან განსხვავებით ევროპის ქვეყნებში უფრო მეტად ვიწრო სპეციალობებზეა მოთხოვნა, ახალგაზრდები ძალიან კონკრეტული მიმართულებების სპეციალობებს ირჩევენ. თუმცა ევროპაში პატარა ორგანიზაციაც დაქირავებულების რაოდენობით ჩვენთან მსხვილი ბიზნესის დაქირავებულების რაოდენობას უდრის. ამიტომ ევროპის ქვეყნებში იმის ფუფუნება არსებობს, რომ უფრო ვიწრო სპეციალობების ადამიანები ეძებონ. საქართველოში კი მიუხედავად საჭიროებისა, ყველა საქმეს რამდენიმე ადამიანი აკეთებს.

დღეს საქართველოში მოთხოვნა ისეთ პროფესიებზე გაიზარდა, რომლებიც სპეციალობის სახით ჯერ არ არსებობს და ამას ჯერ არავინ არსად არ ასწავლის, მაგალითად, დროის მართვის სპეციალისტი, მეორე - კრეატივის მენეჯერი, რომლის სპეციალისტებსაც არსად არ ამზადებენ. თუმცა, ეს ორივე პროფესია შრომით ბაზარზე მოთხოვნადია. გარკვეული დროის შემდეგ დამქირავებლები იმ დასკვნამდე მივლენ, რომ გარკვეული სპეციალობები არსებობს, რომელზეც მოთხოვნა კიდევ უნდა გაიზარდოს, რომელიც ასევე უმაღლესში სპეციალობების მოთხოვნის კუთხითაც იმოქმედებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია