რომელი პროდუქტი რამდენი ხნით უნდა შეინახოთ მაცივარში - დაიმახსოვრეთ ეს წესები

რომელი პროდუქტი რამდენი ხნით უნდა შეინახოთ მაცივარში - დაიმახსოვრეთ ეს წესები

ფიქრობთ, რომ მაცივარი ყველა პროდუქტს ინახავს? არამც და არამც... ბევრ პროდუქტს დაბალი ტემპერატურა და სინესტე, პირიქით, აფუჭებს.

მაცივარში შენახვის ხანგძლივობა შეზღუდულია და ყველა პროდუქტს თავისი შენახვის ვადა აქვს. როგორ შევინახოთ საკვები პროდუქტები უსაფრთხოდ და რამდენი ხნით შეიძლება ამა თუ იმ პროდუქტის შენახვა მაცივარში? - ამ შეკითხვებით AMBEBI.GE-მ  სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

რძის მალფუჭებადი პროდუქტები აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს. მაწონი, არაჟანი, ხაჟო, იოგურტი უნდა შევინახოთ 4 გრადუსზე და იმ ვადამდე, რაც შეფუთვაზეა მითითებული. ამასთან, ადუღებული რძის შენახვა ერთი დღით შეიძლება. საყინულეში მოთავსებული უმი ხორცი 2-8 თვემდე ინახება, ყველი 10-14 დღე. კარაქი 14 დღე. კვერცხი მაცივარში დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში ინახება, ტორტი 1-2 დღე, ახალი ხილი 3-10 დღე. მარგარინი 14 დღე, თევზი 1 დღე ინახება.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მაცივარში შენახვისას აუცილებლია გამოვიყენოთ ცელოფნის პაკეტები ისეთი პროდუქტისთვის, როგორიცაა: ყაბაყი, კომბოსტო, ფოთლოვანი ბოსტნეული და ა.შ. იმისათვის, რომ ბოსტნეულმა "სუნთქვა" შეძლოს კარგი იქნება თუ პაკეტს რამდენიმე ნახვრეტს გავუკეთებთ. რაც შეეხება სოკოს, მისი შენახვა აუცილებელია ქაღალდის პაკეტებში, რადგან ქაღალდის პაკეტი სისველეს შეიწოვს და სოკო მალე არ გაფუჭდება. კენკრა და სხვა მყიფე პროდუქტები უმჯობესია კონტეინერში შევინახოთ.

არსებობს პროდუქტები, რომლებიც გაუსაძლისი სიცხის მიუხედავადაც, მაცივარში არ უნდა შეინახოთ სხვადასხვა მიზეზის გამო.

ნესვი არასოდეს შეინახოთ მაცივარში, რადგან 2 დღის შემდეგ გემო და მარგებლიანობა ეკარგება. კარტოფილი შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას. თუ მაცივარში შეინახავთ დაკარგავს გემოს და მალე დაჭკნება.

ყავა მაცივარში გემოს კარგავს, ისეც ანალოგიურად მშრალ და თავდახურულ ქილაში შეინახეთ. პურს მაცივარი ძალიან მალე ახმობს და გემოს უკარგავს. უმჯობესია კარადაში შეინახოთ.

ცხარე სოუსები შეგიძლიათ 3 წლამდე შეინახოთ, ასე, რომ მაცივარს ნუ მიაკარებთ!

ზოგიერთი ხილი: ვაშლი, ატამი, ბანანი, მაყვალი არ უნდა შევინახოთ მაცივარში ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც სანამ კარგად არ მომწიფდებიან წინააღმდეგ შემთხვევაში მარგებლიანობა და ხარისხი დაეკარგებათ.

თიკო გურაშვილი

AMBEBI.GE

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ