დედაქალაქის გადაუჭრელი პრობლემები - რა აღიზიანებთ თბილისის მაცხოვრებლებს

 დედაქალაქის გადაუჭრელი პრობლემები - რა აღიზიანებთ თბილისის მაცხოვრებლებს

პრობლემას რა დალევს, მით უფრო ამ ქალაქსა და ქვეყანაში, - მუდმივად ერთად უამრავი საჭირბოროტო საკითხი გროვდება.

ჩვენ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს დედაქალაქში არსებულ სიტუაციაზე გავესაუბრეთ და გაირკვა, რომ მათ, როგორც მოქალაქეებს, ამ ქალაქში უამრავი რამ აღიზიანებთ.

სოფო, ჟურნალიტი:

- ძირითადად მანქანით მიწევს გადაადგილება და უდიდესი პრობლემაა გაუთავებელი საცობები, - ამის მიზეზი შეიძლება იყოს პატარა ავარიაც კი, ან მცირე მონაკვეთზე გზა იყოს გადაკეტილი იმიტომ, რომ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. თუნდაც ეს იმხელა პრობლემას ქმნის, რომ მთელი ქალაქი იჭედება, ყოველ შემთხვევაში, ცენტრალური ნაწილი მაინც. წვიმის დროსაც შეფერხებულია მოძრაობა. მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე პარკირებაც ისე, რომ უკვე შეუძლებებლია ქალაქში მოძრაობა. იმდენი ავტომანქანა დადის, რომ აღარ ეტევა. რაღაც აუცილებლად უნდა მოიფიქროს იმან, ვისაც ეს ეხება იმიტომ, რომ სამსახურთან, თუ სახლთან ავტომობილს ვერ გააჩერებ. საზოგადოებრივი ტრანსპიორტით მოძრაობაც მიწევს და უნდა ვთქვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ცუდად მოძრაობს და სატრანსპორტო საშუალებები გაჭედილია, სიცხეში საშინელი უჰაერობაა. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ "პიკის საათში" მენაგვეებს გააქვთ ნაგავი და უზარმაზარი მანქანები დამატებით პრობლემას ქმნიან. მათიც მესმის, კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ალბათ მერიამ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი.

ნინო, პედაგოგი:

- მომსახურების სფეროს მინდა, შევეხო. ნებისმიერ ობიექტზე, სადაც უნდა შევიდე, ისეთი სახის გამომეტყველებით გიყურებენ, ისეთ ფრაზებით გხვდებიან, დამნაშავედ გრძნობ თავს, რომ საერთოდ იქ შეხვედი და შენი იქ ყოფნით, თუ შეკითხვის დასმით მათ "შეურაცხყოფა" მიაყენე. ასეთი რამ ხდება სუპერმარკეტებში, ბრენდულ მაღაზიებში, კაფეებში, რესტორნებში...

საერთოდ, ცუდი ორიენტაცია მაქვს, მიჭირს ამა თუ იმ მისამართზე მისვლა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქუჩებს დასახელება, ნომრები არ აქვს მითითებული, ან არეულია. ძალიან ცუდი ფაქტია, მაგალითად, თუ კორპუსს ნომერი არ აწერია, ეს დიდ დისკომფორტს მიქმნის. იმისთვის, რომ გავიადვილო საქმე, შევდივარ ინტერნეტში, ვნახულობ მისამართს, მივდივარ, ვთქვათ, ამა თუ იმ ქუჩის კვეთაზე და სახელები, ნომრები არეულია...

ახლა ტრანსპორტს რომ შევეხოთ, საოცარი სანახავია, როცა დიდი ავტობუსები "მარშრუტკებს", ან ტაქსებს "ეგონკავებიან". რატომ უნდა ჰქონდეს იმის სურვილი გადაასწროს, როცა უამრავი მგზავრი უზის მანქანაში. მერე იწყება უკმაყოფილო შეძახილები, - "ტომრებს მიათრევ?" "ცოტა ნელა"...

ეს ქალაქის მოწყობასთან კავშირში ნაკლებად არის კავშირში, მაგრამ საშინელებაა, როცა გარშემო ამდენი ბუნკერთან მდგარი ადამიანია. ვუბრუნდებით იმას, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი უფასო სასადილო გაიხსნას, რათა მეტი ასეთი ადამიანი შეიფაროს... ასევე ძალიან მაწუხებს ის, რომ ნაგვის მანქანებს "პიკი საათში" ბუნკერებიდან ნაგავი რომ გააქვთ და მოძრაობას აფერხებენ. ნუთუ გამთენიისას, ან დაღამებულზე არ შეიძლება ამის გაკეთება?! სამწუხაროა, რომ ყელა ქუჩაზე განათება არ არის.

ლიკა, სტუდენტი:

- მეტი ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს, სადაც ვცხოვრობთ, ამაზე არავინ ზრუნავს, არც მთავრობა და არც მოსახლეობა. გარემოს აბინძურებენ, ნაგავს ჰყრიან ქუჩაში, ეს გამაღიზიანებელია, არადა, რამდენიმე ნაბიჯში ნაგვის ურნა დგას... ასე რომ, პირველი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოქალაქეები რიგი საკითხების მიმართ ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენენ. დედაქალაქში არის პარკების, სკვერების ნაკლებობა, ძალიან დაბინძურებულია ჰაერი და გასეირნება რომ მოგინდეს, თუნდაც პატარა გყავდეს, სად წაიყვანო, სერიოზული პრობლემაა.

სერიოზული თავსატეხია ასევე ქუჩებში გაუთავებელი საცობი, ამას რაღაც უნდა მოუხერხონ და ვისაც ეს ეხება, გაითვალისწინოს, რომ უფრო კომფორული გახდეს ქალაქში ცხოვრება. და კიდევ, ქალაქში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული და ჯანსაღი ადგილი უნდა არსებობდეს.

გულდასაწყვეტია, რომ თბილისში ფეხით მოსიარულეთა უფლებებიც ირღვევა, - ხშიარდ მანქანები ტროტუარებზეა გაჩერებული და ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ადგილები აღარ არსებობს. ეს უტიფარი საქციელი სერიოზულ პრობლემას ქმნის, - აფერხებს მოძრაობას. შეიძლება ეტლით გყავდეს ბავში გარეთ გაყვანილი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყოს და ამ ხელოვნურად შექმნილი ლაბირინთის გამო, ვერ გადაადგილდეს.

მაწუხებს ისიც, რომ ქალაქის ქუჩები თუ როგორი დაბინძურებულია, კაფავენ მრავალწლოვან ხეებს და პარკი აღარ დაგვრჩა ქალაქში. დილით რომ გამოდიხარ, მტვერსა და გამონაბოლქვს ისუნთქავ...

ვახტანგი, ინჟინერი:

- ნიშანდობლივი და თვალშისაცემია ის, რომ ადამიანებს გაღიზიანებული სახეები აქვთ, არიან დათრგუნვილები, იშივიათად ნახავთ დამშვიდებულ სახეებს. ამას თავისი მიზეზები აქვს. დიახ, ადამიანის სახეებზე ირეკლება ის უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ხდება, ყველაფერში მოუწესრიგებლობაა და შესაბამისად, ეს ცხოვრების დონეზე აისახება. უცხოეთში ბევრგან ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი სახეებს ქუჩაში, როგორც ჩვენთან, იქ იშვიათად შეხვდები... აქ ცხვირპირი ჩამოსტირით და არაფერი უხარიათ.

რაც შეეხება პრობლემებს, რომელსაც თბილისში ვაწყდებით, ეს ყველაფერი იმას მოჰყვა, რომ ჩვენში, პირობითად, ასე დავარქვათ, კაპიტალიზმი შემოვიდა, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გააცნობიერა, რა წყობაში უწევს ცხოვრება... ის, რომ გამყიდველი თავის კლიენტს ისე არ ექცევა, როგორც საჭიროა, ამისთვის მიზეზი აქვს, მას ჰგონია და დარწმუნებულია, რომ იქ არ უნდა იდგეს, სადაც დგას, ზოგ შემთხვევაში, რცხვენია. უფრო შორს რომ წავიდეთ, განვითარების პირველმა ეტაპმა ჩაიარა, გადანაწილება მოხდა, ვიღაცას რაღაც შეხვდა, ვიღაცას არა, მაგრამ მთავრია, რომ მენტალობაში ზოგადად ცვლილება არ მომხდარა.

ადეკვატურად არ პასუხობს საზოგადოების უმრავლესობა იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელიც მის წინაშე დგას. ყველაფერი მარტო ინდივიდებზეც არ არის დამოკიდებული, ქვეყანას ბევრი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ ის ეკონომიკაში, ენერგეტიკაში აამოქმედოს და ვთქვათ, გაცილებით მეტი ელექტროენერგია აწარმოოს... რაიმე გრანდიოზულზე კი არ არის ლაპარაკი, - ამდენი ჩანჩქერი და ღელეა, ის რომ სრული დატვირთვით გამოყენებულიყო, ულევად გექნებოდა ელექტროენერგია. საწყენია, რომ ამაზე არავის უფიქრია. მერე დიდი პრობლემაა ის, რომ ადამიანები, რომლებსაც დასავლეთში აქვთ განათლება მიღებული და აქ ბრუნდებიან, მათი დასაქმება პრაქტიკულად, არ ხდება და ამა თუ იმ სფეროში მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი, ხშირ შემთხვევაში, უკან მიდის.

ვფიქრობ, სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში პირველივე გამოჩენისთანავე, როდესაც კითხვა კადრებთან დაკავშირებით დაუსვეს, ყველა ერთმანეთის ნათესავი და ახლობლები ვართო. ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა, ყველაგან და ყველაფერში კონკურსი გამოცხადდებაო...

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია