როგორ მოვიყვანოთ მარწყვი ქოთნებში - გემრიელი და სასარგებლო ბიზნესი

როგორ მოვიყვანოთ მარწყვი ქოთნებში - გემრიელი და სასარგებლო ბიზნესი

დარეჯან კოკაია უკვე 45 წელია, მეყვავილეობას მისდევს. სენაკის რაიონში, სოფელ ნოსირში სათბურებს ფლობს, სადაც დეკორატიული მცენარეების გარდა, აქამდე ბოსტნეულიც მოჰყავდა. სულ ერთი წელია, საქმიანმა ქალბატონმა ახალი კულტურა - მარწყვი მოაშენა. ოთხ თანასოფლელთან ერთად, რომლებიც მისი ნათესავები არიან, კოოპერატივში გაერთიანდა და ევროკავშირის დაფინანსებაც მიიღო. როგორც თავად აცხადებს, ბიზნესი საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა, თუმცა, მის წარმატებაში თავდაპირველად ეჭვი დამფინანსებლებსაც კი ეპარებოდათ.

დარეჯან კოკაია, ფერმერთა კოოპერატივის "დკ ქოლგას" დირექტორი: ყვავილები დიდი ხანია, მომყავს. ადრე მიხაკები იყო უფრო აქტუალური, ახლა ლილიებისა და ვარდების კულტივაციით ვარ დაკავებული. ბოსტნეულიც მომყავს, კიტრი, პომიდორი, მწვანილი.... მოკლედ, მესათბურეობაში დიდი გამოცდილება მაქვს. ერთი წლის წინ ჩემმა ნათესავმა, დათო კუჭუხიძემ, რომელსაც ასევე სათბური აქვს, საცდელად "სან ანდრეასის" ჯიშის მარწყვი დარგო - ნერგები ესპანეთიდან იყო ჩამოტანილი და შოკური გაყინვით დაფასოებული. ძალიან კარგი შედეგი მიიღო, ამიტომ გადავწყვიტე, მეც მომეყვანა.. სხვათა შორის, იაფი სულაც არ არის - ერთი ძირი ერთი ლარი ღირს. სათბურის ასაწყობად საკმაოდ დიდი ინვესტიცია გვჭირდებოდა, დათომ კოოპერატივი დააფუძნა, იქ ხუთი ადამიანი გავწევრიანდით, სუყველა - ნათესავები. სახელმწიფომ 2400 ევროს ღირებულების ტრაქტორი 900 ლარად გადმოგვცა. შემდეგ სათბურის გაფართოებაზე ბიზნეს-გეგმა დავწერე, შევიტანე "ენპარდში" (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის), სადაც 25 ათასი ევრო გამოგვიყვეს. თანადაფინანსების სახით ჩვენ სათბურის კონსტრუქცია ჩავდეთ. ამ თანხით 5 ათასი ძირის გაშენება შევძელით.

- რატომ აარჩიეთ მაინცდამაინც ეს ჯიში, რა უპირატესობით სარგებლობს?

- პრაქტიკულად, მარწყვის საუკეთესო ჯიშია, მსხმოიარობით და ხარისხით გამოირჩევა: მარტში დავრგეთ და ივნისში პირველი ნაყოფი მივიღეთ. მარწყვს 10 თვის განმავლობაში ისხამს, მხოლოდ ორ-ორ კვირას "ისვენებს", ყვავილობის დროს. პირველ წელს ერთი ძირი 600-700 გრამ კენკრას იძლევა, მეორე წელს - 1,2 -1,3 კგ-ს აღწევს. პროდუქტიულია სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ძალიან კარგი სასაქონლო გარეგნობა აქვს, მსხვილია და ძვირიც ღირს- ზამთარში ერთი კილოგრამის ფასი 10-12 ლარს აღწევდა, ზაფხულში კი 5 ლარზე ნაკლებად არ გაგვყიდია.

- კრიზისის ფონზე, როცა ძვირადღირებულ პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირებულია, რეალიზაცია არ გაგიჭირდათ?

- ყოველ სამ დღეში 10-15 კგ-ს ვკრეფთ და უპრობლემოდ ვყიდით. 100 კგ რომ მქონდეს, გასაყიდი მაინც არ დამრჩებოდა. რესტორნები, სასტუმროები და საკონდიტროები - ჩვენი კლიენტები არიან. თუკი თურქეთიდან შემოდის მილიონობით დოლარის მარწყვი და იყიდება, ესე იგი, ბაზარიც არის, ხომ ასეა?

- რადგან თურქული მარწყვი ახსენეთ, საინტერესოა, როგორ უწევთ კონკურენციას... ადგილობრივი მეწარმეები, რომლებსაც სათბურში ბოსტნეული მოჰყავთ, ხშირად ჩივიან, რომ ბუნებრივი აირი ჩვენთან ძვირია, შესაბამისად, იმპორტირებული სიიაფის გამო მომხმარებლისთვის უფრო მისაღებია ...

- სათბურს თხილის ნაჭუჭით ვათბობთ - ცხრა სპეციალური ღუმელი გვაქვს დამონტაჟებული, ნაჭუჭს კი გადამამუშავებელი ქარხნებიდან ვყიდულობთ. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, სამეგრელოში ძალიან ცივი ზამთარი არ არის. ცელოფანი, რომელიც სათბურს აკრავს, სითბოს კარგად ინარჩუნებს. როცა გარეთ 5 გრადუსი ყინვაა, შიგნით 0 გრადუსია. მარწყვის ეს ჯიში 15 გრადუსზე თავს კარგად გრძნობს, ასე რომ ხანდახან გათბობაც კი არ გვჭირდება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია