თბილისის "დინამომ" "ბარსელონა" დაამარცხა

თბილისის "დინამომ" "ბარსელონა" დაამარცხა

თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდმა (მწვრთნელი თამაზ სამხარაძე) გერმანიაში მიმდინარე "რურის თასზე" 30 ივლისს ორი მატჩი გამართა.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, თავდაპირველად, დინამოელებმა 1:2 წააგეს მასპინძელ "დორტმუნდთან". პირველ ტაიმში მეტოქემ ქართველთა კარში ორი გოლი გაიტანა. დინამოელთა რიგებში კი, 52-ე წუთზე, თავი 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ბექა მიქელთაძემ გამოიჩინა.

დინამო: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, ნემსაძე (კობოური), ნ. ბაშალეიშვილი (ჩაკვეტაძე), ვეკუა, კვერნაძე (გაბრიჩიძე), ზარია, კობახიძე, მიქელთაძე.

ამის შემდეგ კი იყო მატჩი "ბარსელონასთან", რომელიც ჭაბუკ დინამოელთა ბრწყინვალე გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი გიორგი ზარიამ გაიტანა.

დინამო: კულუა, კაპანაძე, ლოჩოშვილი, ჯაფიაშვილი, ვეკუა (ნემსაძე), კობოური, მ. ბაშალეიშვილი (ნ. ბაშალეიშვილი), ჩაკვეტაძე (კობახიძე), ზარია, გაბრიჩიძე (კვერნაძე), მიქელთაძე.

დღეს, 31 ივლისს, დინამოელები "რურის თასზე" კიდევ ორ მატჩს გამართავენ. ჩვენი დროით 19 საათზე სამხარაძის შეგირდები პორტუ ალეგრეს (ბრაზილია) "ინტერნასიონალს" დაუპირისპირდებიან, ხოლო 21:30 საათზე "ბოხუმი" ელოდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია