შეკვეთილში ზღვა თურქული წარმოების პამპერსებს, ნემსებსა და ბოთლებს რიყავს - რაზე ჩივიან ადგილობრივები

შეკვეთილში ზღვა თურქული წარმოების პამპერსებს, ნემსებსა და ბოთლებს რიყავს - რაზე ჩივიან ადგილობრივები

დაბა შეკვეთილში ზღვას დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენები გამოაქვს. როგორც ადგილობრივები ჩივიან, იგივე ვითარებაა ურეკის, გრიგოლეთისა და და ციხისძირის სანაპიროზეც.

შეკეთილში, კაპროვანის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე, ნონა საბაძე ყვება, რომ ბოლო დღეებია ზღვა თურქული წარწერებისა და ეტიკეტების მქონე პამპერსებს, ნემსებს, ბოთლებსა და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს რიყავს. მისივე ინფორმაციით, შექმნილი დისკომფორტის გამო, დამსვენებლები ზღვაში შესვლას ვერ ახერხებენ და შეკვეთილს ტოვებენ.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ზღვას თურქული გემიდან შეგნებულად ანაგვიანებენ, რათა ტურისტებმა შეკვეთილის ნაცვლად, თურქეთში დაისვენონ.

"ოთხი დღეა 16:00-დან 18:00 საათამდე ზღვიდან "ნაგვის ტალღა" მოდის. ზღვას გამოაქვს პამპერსები, ნემსები, ძველი ბოთლები. ოზურგეთის დასუფთავების სამსახურს ყოველდღე ზღვიდან გამოტანილი ნაგვით სავსე დიდი მანქანა გააქვთ. ზღვაში ჭუჭყი, ნაგავი, ქაღალდი ტრიალებდა. ყველაფერს თურქული წარწერები და ეტიკეტები აქვს, რაც საქართველოში არ იყიდება. როგორც ჩანს, თურქეთის ნაგავია", - აღნიშნა ნონა საბაძემ.

მისივე თქმით, ტერიტორია დაათვალიერეს ფოთიდან სათანადო სამსახურის წარმომადგენლებმა. საკითხში ჩართულია გარემოს დაცვის ოზურგეთის სამსახური და ნატანების მუნიციპალიტეტი.

"ყველა მდინარე შემოწმებულია, 15 დღეა არ უწვიმია და ნაგავი მდინარის მიერ ჩამოტანილი არ არის. შესაძლოა, ტურიზმის ხელშესაშლელად გემიდან ნაგავს სპეციალურად ყრიან. დაცლილია სასტუმროები, კლიენტები შეკვეთილს ტოვებენ. დაბინძურების გამო, ვერ ბანაობენ. თბილისიდან და სომხეთიდან დაჯავშნილი ნომრები გააუქმეს. თურქეთი ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველოში ტურიზმს ხელი შეუშალოს და ტურისტები ანტალიაში მიიზიდოს. გამორიცხული არ არის, რომ თურქეთი საქართველოში მყოფ ტურისტებს დისკომფორტს უქმნის, იმისათვის, რომ მათ თურქეთში დაისვენონ", - აღნიშნა ნონა საბაძემ.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკურორტო ზონების დაბინძურებას არც ქართველი დამსვენებელი აკლებს. ქვეყნის ყველა რეგიონში ტურისტულ ადგილებში ნაგვის, სანაგვე ყუთებისა და საპირფარეშოების დასუფთავების პრობლემაა.

ნატალია დადიანი, Ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია