ედუარდ შევარდნაძის საყვარელი ქალი, რომლის გამოც ამბროსოვიჩი ოჯახის დანგრევას აპირებდა

ედუარდ შევარდნაძის საყვარელი ქალი, რომლის გამოც ამბროსოვიჩი ოჯახის დანგრევას აპირებდა

ჟურნალ "გზის" არქივიდან"

"ჩემს ცხოვრებაზე იშვიათად ვლაპარაკობ ან უფრო ზუსტად - თითქმის არასდროს ვლაპარაკობ..." - იწყებს საუბარს ჩემი მასპინძელი, ასაკოვანი ქალბატონი ანა-მარია კიპაროიძე და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ესმის, რუსულად ამჯობინებს თავისი ტკივილიანი ცხოვრების ექსკლუზიურად - "გზის" მკითხველისთვის მოყოლას.

- ესპანელი ვარ, ვალენსიიდან და წლინახევრის ვიყავი, საქართველოში რომ ჩამომიყვანეს. 1938 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო და დოლორეს იბარურიმ (ესპანეთისა და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე - ავტ.) ყველა კომუნისტის შვილი აქ ჩამოიყვანა. თურმე კისერზე პატარა დაფა მეკიდა წარწერით - ანა მარია დიეგოს - ეს ჩემი სახელი და გვარი იყო. ასე მოვხვდი კოჯრის უდედმამო ბავშვთა სახლში. უბედური მამაჩემი წლების განმავლობაში თავისი გვარით მეძებდა, მაგრამ მე ხომ გვარი გამომიცვალეს! - კოჯრის ბავშვთა სახლიდან გრიგოლ იოსების ძე კიპაროიძის ოჯახმა წამომიყვანა. ეს კაცი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მისი ცოლი გვარად მირონოვა გახლდათ, რუსი მსახიობის, ანდრეი მირონოვის დედის - მარიას ღვიძლი და.

კიპაროიძეს და მირონოვას შვილი არ ჰყავდათ და გრიგოლ იოსების ძემ გადაწყვიტა, შვილი კოჯრის ბავშვთა სახლიდან აეყვანათ. მას ესპანეთიდან ჩამოყვანილი ბავშვების სია ჰქონდა, გადაათვალიერა და მეუღლეს დაავალა, ადი კოჯორში და ერთი ბავშვი შეარჩიე - მნიშვნელობა არ აქვს, გოგონა იქნება თუ ვაჟი. იქიდან უბავშვოდ არ დაბრუნდე, თორემ გპირდები, შინიდან წავალო. ბავშვთა სახლის დირექტორს მირონოვასთვის უთქვამს ჩემზე: ეს ბავშვი წაიყვანეთ, აქ დიდხანს ვერ გაძლებს, მოკვდებაო. იმ ბავშვებში ყველაზე პატარა მე ვიყავი და ალბათ ძალიან მიჭირდა მშობლების გარეშე. ამიტომ მირონოვამ მე ამირჩია.

ოჯახში ხორცის კერძს რომ აკეთებდნენ, პირს არ ვაკარებდი (სხვათა შორის, ხორცის გემო დღემდე არ ვიცი; არც შაქარი გამისინჯავს ოდესმე, პრინციპში, ძალიან ცოტას ვჭამ და ლუდის გარდა, არანაირ ალკოჰოლურ სასმელს არ ვიღებ, ღვინო და არაყი ცხოვრებაში არ გამისინჯავს). როგორც ჩანს, კიპაროიძეს შეეშინდა, ბავშვს რაიმე ხომ არ სჭირსო და ექიმთანაც კი წამიყვანა გამოკვლევაზე. საბოლოოდ მიხვდნენ, რომ არაფერიც არ მჭირდა და ჩემი ორგანიზმი ყველანაირ საკვებს ვერ იღებდა.

- ვცხოვრობდით ვერაზე, ივანე ჯავახიშვილის (ახლანდელი ზანდუკელის ქუჩა - ავტ.) 11 ნომერში. 3 ნომერში საცოდავი მერაბ კოსტავა ცხოვრობდა, უნიჭიერესი და უსაყვარლესი ადამიანი, მასთან ძალიან ვმეგობრობდი, მის დედასთანაც - ლიზასთან, რომელიც ხშირად მეპატიჟებოდა ხოლმე ყავაზე, თან დააყოლებდა: რა გოგო ხარ, ნეტავ, ჩემმა შვილმა შენნაირი კარგი გოგო შეირთოს ცოლადო (იცინის). ასევე, ძალიან ვმეგობრობდი ზვიად გამსახურდიასთანაც. ჩვენს მეზობლად, ჯავახიშვილის 7 ნომერში ცხოვრობდა ცნობილი მხატვარი კოკა იგნატოვი, რომელიც საფრანგეთში გარდაიცვალა, 9 ნომერში კი - ფეხბურთელი დათო ყიფიანი, მისი მამა ყელყურცხვირის ექიმი იყო, თავი მოიკლა... ხომ ხედავთ, ყველაფერი შესანიშნავად მახსოვს... ალბათ, ამ უნარით ღმერთმა დამაჯილდოვა (იღიმის)!

- ქვეცნობიერად ალბათ დარდობდით ღვიძლ დედ-მამაზე... ახალ გარემოს როგორ შეეგუეთ?

განაგრძეთ კითხვა

ნახეთ ვიდეოინტერვიუ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია