როგორც გაიგეს უცხოელმა ტურისტებმა ბათუმის შესახებ - ტურიზმის დეპარტამენტის ღონისძიებები უცხოეთში

როგორც გაიგეს უცხოელმა ტურისტებმა ბათუმის შესახებ - ტურიზმის დეპარტამენტის ღონისძიებები უცხოეთში

ბათუმში საზღვაო სეზონი პიკს უახლოვდება. ზღვისპირა ქალაქში ტურისტების რაოდენობა ივლისის შუა რიცხვებიდან მატულობს და განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი აგვისტოს თვეში ფიქსირდება. დამსვენებლების რაოდენობა თვალშისაცემია ბათუმის ცენტრალური უბნების კაფეებსა და ზღვის სანაპიროზე. "ამბები.გე" სანაპიროზე მყოფ უცხოელ ტურისტებს გაესაუბრა და გაარკვია, თუ როგორ გაიგეს მათ ბათუმის შესახებ:

მაგდალენა პოლონეთიდან:

"მე და ჩემი მეუღლე იაროსლავი ორ შვილთან ერთად ბათუმში 25 ივლისს ჩამოვედით და 7 აგვისტომდე ვრჩებით. საქართველოს კურორტების გაგრის, ბათუმისა და გუდაურის შესახებ მამაჩემი საუბრობდა. ის დეგუსტატორი იყო და ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა ქვეყანაში. გასულ წელს კატოვიცას ცენტრში ბათუმის შესახებ სარეკლამო ბანერი ვნახე. მაშინვე დავურეკე მეუღლეს და ვუთხარი, რომ სურვილი მქონდა საზაფხულო შვებულება საქართველოში გაგვეტარებინა. ჩამოვედით და ძალიან მოგვწონს ბათუმი, ქართული კერძები, მასპინძლები და გაგვიმართლა, რომ ამინდიც კარგია", - აღნიშნა მაგდალენამ.

21 წლის ნატაშა, 22 წლის რომანი, 21 წლის დაშა და 26 წლის ლეო ბელორუსიდან:

"ბათუმი სიყვარულის ქალაქია. იანვრის თვეში ვნახეთ ფოტო, სადაც თავდაყირა მყოფი ბიჭი ცდილობდა გული არ დავარდნოდა ხელიდან. ინტერნეტის საშუალებით გავარკვიეთ თუ სად იყო ეს მონუმენტი და რა თანხა დაგვჭირდებოდა აქ დასასვენებლად. შემდეგ იყო თვითმფრინავის ბილეთების ძიების პროცესი. ჩვენი შემოსავალი არც თუ ისე დიდია, შესაბამისად, მოვძებნეთ იაფიანი ბილეთები, ბინაც ინტერნეტით დავჯავშნეთ და დღეს უკვე აქ ვართ. 6 დღით ვრჩებით და თითოეულს დაახლოებით 500$-მდე გვიჯდება. ვფიქრობთ, ეს არ არის ძვირი ასეთ ლამაზ კურორტზე დასასვენებლად", - აღნიშნა ნატაშამ.

კატია და იური უკრაინიდან:

"ახალდაქორწინებულები ვართ და სანამ ჯვრისწერასა და ქორწილს დავგეგმავდით, მანამდე ვარკვევდით, რომელ კურორტზე დავისვენებდით. გასულ წელს ბათუმში ჩვენი მეგობრები იმყოფებოდნენ. მათ ინტერნეტის საშუალებით გვაჩვენეს ბათუმის ფოტოები. ძალიან მოვიხიბლეთ. 18 ივლისს ჯვრისწერა და ქორწილი გვქონდა. 19 ივლისს უკვე აქ ვიყავით. ბათუმი ძალიან ლამაზია და ჩვენს მეგობრებს ვურჩევთ აქ დაისვენონ", - აღნიშნა წყვილმა.

29 წლის ქადირი და 30 წლის გოზდე თურქეთიდან:

"ტრაბზონიდან დღეს ჩამოვედით ორი დღით, მაგრამ ბათუმით ისე აღვფრთოვანდით, ვაპირებთ კიდევ 2 დღე დავრჩეთ. ძალიან მაინტერესებს ბოტანიკური ბაღი, ინტერნეტში ფოტოები ვნახე და ძალიან მომეწონა. ხვალ დილით მივდივართ ბოტანიკურ ბაღში, შუადღის მერე ზღვაზე გავალთ და საღამოს ძველი ბათუმის დათვალიერებას ვაპირებთ. დარწმუნებულები ვართ კიდევ

ჩამოვალთ ბათუმში. ტრაბზონი ძალიან ახლოსაა ბათუმიდან და გული გვწყდება, რომ აქამდე არ გვენახა ეს ლამაზი ქალაქი", - აღნიშნა გოზდემ.

დღეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2015 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ბათუმის სასტუმრო "ჰილტონში" შეკრები ტურისტული ინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენლებს პრეზენტაცია დეპარტამენტის ხელმღძვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა გააცნო. შეხვედრის დროს საუბარი შეეხებოდა იმას, თუ რა სახის სარეკლამო კამპანიები, ონლაინ რეკლამა და PR აქტივობები ჩატარდა ტურისტული სეზონისთვის სამზადისის პერიოდში. ასევე, საუბარი იყო სტატისტიკაზე, ტურისტულ პროდუქტებზე, სერვისებზე, ტურისტულ მარშრუტებზე, კადრების გადამზადებასა და ტურიზმის დეპარტამენტის ახალ ვებ-გვერდზე. "ამბები.გე" გთავაზობთ ბათუმში დღეს გამართული პრეზენტაციის მიმოხილვას:

სარეკლამო კამპანიები 10 ქვეყანაში

2015 წელს ტურიზმის დეპარტამენტმა სარეკლამო კამპანია აწარმოა 10 სამიზნე ქვეყნის 20-ზე მეტ ქალაქში (ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, თურქეთი, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა, საქართველო). სარეკლამო კამპანიები მოიცავდა გარე რეკლამას ბილბორდებსა და ეკრანებზე ხალხმრავალ ადგილებში. გარე რეკლამების წვდომამ აღნიშნულ ქვეყნებში შეადგინა 43 687 537.

ონლაინ რეკლამა

გარდა ტრადიციული მარკეტინგული ღონისძიებებისა, დეპარტამენტი წლის დასაწყისიდან დღემდე აღნიშნულ სამიზნე ქვეყნებში ახორციელებს რეგიონის ონლაინ რეკლამირებას სოციალური მედია ინსტრუმენტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, შედეგად, 108 238 ვიზიტორი ვებ-გვერდზე: www.goBatumi.com.

101 525 მომხმარებელი სოციალურ ქსელში

410 0000 ყოველთვიური წვდომა სოციალურ მედიაში.

PR აქტივობები

19 საინფორმაციო ტური - 98 ჟურნალისტი და 79 ტუროპერატორი (სულ 177

ტურიზმის დარგის პროფესიონალი)

წვდომა: 36 263 593.

გამოქვეყნდა 100-მდე სარეკლამო ხასიათის სტატია ჩვენს სამიზნე ქვეყნებში, ასევე გადაღებულ იქნა არაერთი სატელევიზიო სიუჟეტი აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის შესახებ. წელს პირველად, სარეკლამო ხასიათის პიარ-აქტივობებს ვახორციელებთ არამარტო სეზონამდე პერიოდში, არამედ ივლისი-აგვისტოს ცხელ დღეებშიც. უახლოეს მომავალში დეპარტამენტი

უმასპინძლებს ჟურნალისტებს თურქეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიიდან.

14 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

წლის ბოლომდე 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას.

საერთაშორისო ღონისძიებებსა და ეკონომიკურ ფორუმებში მონაწილეობა:

ყაზახეთი, უკრაინა, საფრანგეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, თურქეთი

სტატისტიკა

აჭარაში რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტებში აღინიშნა 2,02% ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

პროცენტული ზრდის მაჩვენებლებით გამოირჩეოდა ყაზახეთი (+ 9,4 %), ბელორუსია (+ 7,9 %), ლიტვა (+ 3,1 %), რუსეთი (+ 2,3 %) და ისრაელი (+ 2,3 %).

სტატისტიკური კვლევები და ახალი მეთოდოლოგია:

- რეგისტრირებულ (სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები) და არარეგისტრირებულ (კერძოდ განთავსების ობიექტების) სექტორში ახალი მეთოდოლოგიით სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შემდგომი ანალიზი.

- ტურისტული ბაზრის კვლევა,რომელიც მოიცავს შიდა სამომხმარებლო ბაზრის კვლევას და უცხოელ ვიზიტორთა კვლევებს.

ტურისტული პროდუქტები

ა.ა.ი.პ. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო

(non-commercial legal entity)

ტურიზმის დეპარტამენტის ბაზაზე არსებულ ბათუმის ტურისტული სააგენტოში სრული რეორგანიზაცია მიმდინარეობს. სრულიად იცვლება სააგენტოს ფუნქციები და იგი ამიერიდან ორიენტირებული იქნება რეგიონის იმ ტურისტული პოტენციალის ათვისებაზე, რომელიც უკავშირდება მთიან აჭარას და აქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს.

5 ახალი ტურისტული მარშუტები:

არსებული 5 ტურისტული მარშრუტის მონიტორინგი/დასრულება, მათი სამიზნე ჯგუფებისთვის პრეზენტაცია, საინფრომაციო ტურების მოწყობა. ახალი ტურისტული მარშრუტების პოტენციალის კვლევა, ველობილიკის მარშრუტის მარკირება.

სოფლად ტურიზმის ევროპულ ფედერაციის "Eurogites" წევრობა

ევროპის სოფლად ტურიზმის ფედერაციაში გაწევრიანებით აჭარის ტურისტული მეურნეობები მოხდება სოფლად ტურიზმის საერთაშორისო საინფორმაციო ბაზაში. აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს საშუალება მიეცემა მიიღოს ევროპული გამოცდილება, დანერგოს ევროპული/საერთაშორისო სტანდარტები და მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის სხვადასხვა აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის სოფლად ტურიზმის განვითარებას, ისე აჭარის რეგიონის სოფლად ტურიზმის ცნობადობის გაზრდას ევროპის მასშტაბით.

სერვისები

8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და მათი ახალი სერვისები

წელს პირველად, საინფორმაციო ცენტრები ერთიანი დიზაინის (საქართველოს დროში ფერებში) ქვეშ მოექცა. წელს პირველად, ტურისტებს შეეძლებათ ფასდაკლებების ბარათის შეძენა, რომელიც სხვადასხვა სერვისს გააერთიანებს, კერძოდ ერთთვიანი ბარათი მოიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 15 ბილეთს, ტელეფონის სიმ-ბარათს, 5%-იდან 30%-მდე ფასდაკლებებს რეგიონის ტურისტულ ობიეტებში (სასტუმროები, კაფე-რესტორნები, ატრაქციები). წელს პირველად ამოქმედდა ბარგის შენახვისა და ბათუმის ღია ბარათების გაგზავნის სერვისი. საინფორმაციო ცენტრი საბაგირო გზასთან 24 საათიანი სერვისით ემსახურება ქალაქის სტუმრებს. ამოქმედდა ასევე ცხელი ხაზი, რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

ახალი ვებ-გვერდი gobatumi.com

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მიმდინარე წელს მუშაობა დაასრულა ახალ, მობილურ მოწყობილობებთან თავსებად, სამენოვან ოფიციალურ ტურისტულ პორტალზე.

გადამზადდა 155 დასაქმებული კადრი

გადამზადდა განთავსების და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების მმართველი და საშუალო რგოლი.

წელს პირველად ტრენინგებში მონაწილეობას ღებულობდა უცხოელი ტრენერები (კანადა, თურქეთი, გერმანია).

მზარდი ტურისტული სექტორი

სასტუმრო სექტორი - სულ რეგისტრირებულია 291 სასტუმრო, 6648 სასტუმრო ნომერი და 14 828 ადგილი

2015 წლის(იანვარი-ივნისი) - გაიხსნა 15 ახალი სასტუმრო (585 სასტუმრო ნომერი, 1037

ადგილით) ; 19 ახალი კაფე-რესტორანი 1200-მდე ადგილით.

2015 წლის ბოლოს - 2080 დამატებითი ადგილი სასტუმრო სექტორში

2016 წლის ბოლოს - 1100 დამატებითი ადგილი სასტუმრო სექტორში

კურორტ "გოდერძის" ექსპლუატაციაში შესვლა

კურორტი პირველი ტურისტების მიღებას უკვე 2015 წლის ბოლოდან შეძლებს. სახელმწიფოს მხრიდან დაწყებული მთავარი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დამამამთავრებელ ეტაპზეა.

საერთაშორისო ფრენების ზრდა ბათუმის აეროპორტში

უცხოელი ვიზიტორების ზრდა ბათუმის აეროპორტში: უკრაინა (+52%), ყაზახეთი (+92%),

აზერბაიჯანი (+46%), ბელორუსია (+21%) და რუსეთი (+8%).

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია