ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა

ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა

თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციას მეოთხე ოქროს მედალი ძიუდოისტმა ონისე სანებლიძემ მოუტანა, რომელმაც 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში რუსი ალიუმარ ტუმაევი იპონით დაამარცხა.

ამრიგად, საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ამ დროისათვის 9 მედალია - 4 ოქროს და 5 ბრინჯაოს. აქედან 8 ძიუდოისტთა ანგარიშზეა.

ფინალამდე ონისემ პოლონელი ერიკ რიცკიაკი, სერბი სტეფან მიჩიჩი და უკრაინელ ოლეკსი ბაბენკო დაამარცხა - ყველა იპონით.

საქართველოს ოლიმპიურ ფესტივალზე კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს - ბრინჯაოსთვის გელა ზაალიშვილი (+90) იბრძოლებს, რომელიც აზერბაიჯანელ რუსტამ კოტსოიევს დაუპირისპირდება.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია