24 საათის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ... ბოლოს კი ხეზე ჩამოკიდეს და ისე დაცხრილეს - ჩვენი დროის გმირი იური ანუა

24 საათის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ... ბოლოს კი ხეზე ჩამოკიდეს და ისე დაცხრილეს - ჩვენი დროის გმირი იური ანუა

მაშინ დაიბადა, როდესაც კომუნისტური ათეიზმის ზეობას უამრავი ადამიანი და სალოცავი ეწირებოდა - 1934 წლის 6 აგვისტოს, ქალაქ ოჩამჩირეში, მორწმუნე და ღვთისმოშიში მშობლების ოჯახში. მიუხედავად ქრისტიანთა დევნისა, მათ ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში მონათლეს ვაჟი და სიყრმიდანვე ღვთისა და ხატების სიყვარული ჩაუნერგეს.

სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მოსკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტიც წარმატებით დაასრულა. სამი საერთაშორისო პროექტის ავტორი გულში მუდამ ატარებდა უფლის სიყვარულსა და სასოებას. კომანში სააგარაკო მიწის შეძენის მერე შეიტყო იქაური სიწმინდეების შემდეგ -კომანში გარდაიცვალა წმინდა იოანე ოქროპირი და სწორედ კომანში ინახებოდა მისი სარკოფაგი, რომელშიც ბიზანტიაში გადასვენებამდე იყო დაბრძანებული მისი სხეული; კომანში აღმოაჩინეს მესამედ წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი; კომანში აწამეს და კომანშივე დაკრძალეს წმინდა ვასილისკო. აქვეა წყარო, რომელმაც ამ მოწამის ლოცვით ამოხეთქა, როდესაც იგი, ბორკილებდადებული და პაპანაქება მზეში ხეზე მიბმული, უფალს ევედრებოდა. ეს წყარო თავისი სასწაულმოქმედებით გამოირჩეოდა და იზიდავდა მორწმუნეებს. მაგრამ ათეიზმი მძვინვარებდა და კომანში მისულ იურის იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი -დანგრეული, სარკოფაგი - სოხუმში გადატანილი, წყარო კი დაჭაობებული დახვდა. წმინდა ვასილისკოს საფლავის ადგილი კი ერთ-ერთი მოსახლისათვის მიეცათ სამოსახლოდ.

იურის სიყრმიდანვე ჩაუნერგეს სიწმინდეების სიყვარული და კრძალვა. ამიტომაც კომანში გამეფებულ უპატივცემულობას ვერ შეეგუა და დაიწყო აღმშენებლობა, რომელიც ხელისუფლებასთან გამუდმებული ბრძოლის ფონზე მიმდინარეობდა. იური, ოჯახთან ერთად, ფაქტობრივად, კომანში გადასახლდა და 1975 წელს საკუთარი სახსრებით დაიწყო წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის აღდგენა, რომელშიც რევოლუციამდე მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი და მნიშვნელოვანი დედათა მონასტერი იყო -აქ 1500 მონაზონი მკაცრი ტიპიკონის მიხედვით მოღვაწეობდა. იურიმ არა მარტო აღადგინა ტაძარი, არამედ მას უმთავრესი სიწმინდე -წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგიც დაუბრუნა. როდესაც განახლებულ და გამშვენიერებულ ტაძარში ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა, იურის წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა ჯილდოდ.

მაგრამ ბატონი იური ჯილდოსათვის არ შრომობდა - მის მართალ სულს არ შეეძლო უქმობა, როდესაც ირგვლივ ამდენი რამ იყო გასაკეთებელი. იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ადგილამდე მისვლა მორწმუნეებს ძალიან უჭირდათ, ამიტომაც მან საკუთარი ხელით გააკეთა 1500 საფეხურიანი კიბე. და, ასვლისას დასვენება რომ შეძლებოდათ, ყოველი 100 საფეხურის შემდეგ რკინის სკამებიც გამართა.

შეიტყო, რომ წმინდა ვასილისკოს საფლავთან მისვლას მლოცველებს მიწის მეპატრონე უშლიდა, ამიტომაც მთლიანად შეისყიდა მეპატრონისგან მისი სახლიცა და ბაღიც, რომ მორწმუნეებს შეძლებოდათ სიწმინდეების თაყვანისცემა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია