"ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ვიზიტორების მიღება" - რა თანხა დაიხარჯება ზოოპარკის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად

"ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ვიზიტორების მიღება" - რა თანხა დაიხარჯება ზოოპარკის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ზოოპარკის ინფრასტრუქტურის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები ზოოპარკის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილა.

შეხვედრას მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი ესწრებოდნენ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით, გაკეთდება ჰიპოპოტამის, დათვებისა და მგლების ვოლიერები, შემოიღობება ზოოპარკის ტერიტორია და მოხდება გაზიფიცირება.

"განვიხილეთ ზოოპარკის შემოღობვასა და გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები, ვისაუბრეთ ვოლიერების გაკეთებაზეც. ეს ყველაფერი საჭიროა ზოოპარკის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორების მიღება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის თქმით, ბიუჯეტში უკვე დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 55 000 ლარი ვოლიერისთვის, 2 000 000 ლარი კი ზოოპარკის ტერიტორიის შესაღობად გამოიყოფა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია